საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრმა ფუნქციონირება თავდაპირველად უნივერსიტეტის წიაღში 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ჩატარდა საუნივერსიტეტო არჩევნები, სადაც მონაწილეობა როგორც უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროოგრამების სტუდენტებმა, ასევე პროფესორ- მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ მიიღო. არჩევნების შედეგად საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტად საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თამუნა ჭინჭარაული აირჩიეს, ხოლო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად ამავე პროგრამის სტუდენტი ნინო კაკუბავა დაინიშნა. ორგანიზაცია აქტიურად შეუდგა სტაჟირებების და ტრეინინგების ორგანიზებას და სხვადასხვა მომსახურეობების მოძიებას ჯანმრთელობის დაზღვევის თუ სხვადასხვა მომსახურეობების პაკეტებზე ფასდაკლებების მიმართულებით.
ორგანიზაციაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაწევრიანდნენ.
2006 წლის 24 ნოემბერს, თავისი წესდებითა და საბანკო ანგარიშით დამოუკიდებელი ორგანიზაცია “საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი” (სსც-ი) დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არიან: თამუნა ჭინჭარაული, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი; ქალბატონი გიული ალასანია - “საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის” მეურვეთა საბჭოს თავჯდომარე; ქალბატონი მანანა სანაძე - სსმუ-ის რექტორი; ედუარდ რაუპი - სსმუ-ის კანცლერი, ზურაბ ცქირია - სსმუ-ის პრორექტორი, თინა ღუდუშაური - ჰუმანიტარული სკოლის დირექტორი; სერგო ცირამუა - ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი; ნათია კალაძე - ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის დირექტორი; კორნელი კაკაჩია - პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორი; დავით ჩომახიძე - იურიდიული განყოფილების მენეჯერი და კონსტანტინე თოფურია - ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის დირექტორი.
გადაწყვეტილება ორგანიზაციის იურიდიულად დაფუძნების შესახებ გამოწვეული იყო ორგანიზაციის ფუნქციების გაზრდის შედეგად.
ამის შემდეგ ცენტრმა უფრო აქტიური მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე და საგრანტო პროგრამებზე დაიწყო.
ამჟამად, საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტია - ლევან ლაფაჩიძე |