პრეზიდენტის მიმართვა
 
ბედნიერი სტუდენტური წლები, წარმატებული კარიერა, აქტიური სტუდენტური ცხოვრება, კომფორტული სამუშაო გარემო, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა, ყველაფერი ეს ქმნის ადამიანის წარმატებული ცხოვრების საწინდარს. ყოველივე ამას, თქვენ კავშირი – “საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი” გთავაზობთ. ჩვენი კავშირი წარმოადგენს და მოიცავს უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულ საერთო ინტერესების და მისწრაფებების მქონე ადამიანთა გაერთიანებას.
 
იგი აერთიანებს განსაკუთრებული ტიპის საზოგადოებას, მასში გაწევრიანებული არიან, არა მხოლოდ უნივერსიტეტში მოღვაწე პირები, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებიც იზიარებენ საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მისწრაფებებსა და მიზნებს, და სურთ ხელი შეუწყონ მის მომავალ განვითარებას.    
 
“საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი” ზრუნავს უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ - მასწავლებლებისა და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე. ცენტრი თავის წევრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სოციალურ მომსახურეობებს. გასულ წელს ცენტრმა დააზღვია უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი, რაც მისი მოღვაწეობის პირველი და წარმატებული ნაბიჯი იყო. ცენტრი ასევე აქტიურად მოღვაწეობს წევრებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათების შეთავაზების მიმართულებით. ესენია, სხვადასხვა სახის ფასდაკლებები, უფასო ბილეთები კინოსა თუ თეატრებში. ცენტრი ახორციელებს სტუდენტურ სტაჟირებებს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში. უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით ნიშნავს სტიპენდიებს, აწყობს თრეინინგებს, ორგანიზებას უკეთებს საზაფხულო სკოლებს. “საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი-”ს მიზანია მკაცრ სასწავლო რეჟიმთან ერთად გაახალისოს სტუდენტური ცხოვრება და სთავაზობს სხავადასხვა ტიპის გართობებს, წვეულებებს, ჩემპიონატებს და კიდევ ბევრ სხვა ღონისძიებებს.
 
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებას და უზრუნველყოფს სწავლების პროცესის უწყვეტობას, ხოლო რაც შეეხება, სტუდენტური ცხოვრების დანარჩენ მხარეებს, იქნება ეს გართობა, თუ პროფესიული წინსვლისთვის საჭირო სტაჟირებები, თრეინინგები, დასაქმების შესაძლებლობები, ყოველივე ამას თქვენთვის ახორციელებს მხოლოდ საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი და მხოლოდ ცენტრის წევრებისთვის.
 
გისურვებთ, გახდეთ ჩვენი საუნივერსიტეტო კავშირი- “საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი-”ს წევრი, შეიქმნათ ნათელი მომავალი და წარმატებული საზოგადოებრივი ცხოვრება.
 
 
საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტი
 
ლევან ლაფაჩიძე
 


წესდება



გაწევრიანება



პროექტები