|
საზოგადოებრივ სამეთა ცენტრის მიზნები
ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის –
• საქართველოს უნივერსიტეტის, როგორც საერთო სახლის, განვითარებისათვის ზრუნვა
• საქართველოს უნივერსიტეტის პედაგოგთა და სტუდენტთა სოციალური და პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა
• საქართველოს უნივერსიტეტის ტექნიკურ-მატერიალური აღჭურვისათვის ზრუნვა
• საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა
• საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური ცხოვრების განვითარების უზრუნველყოფა
• საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა შორის მუდმივი კავშირისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
• საქართველოს უნივერსიტეტისპედაგოგთა და სტუდენტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიმართულებით, კავშირის მიზანია:
◊ საზოგადოებრივ მეცნიერებათა და საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვის სწავლების მეთოდოლოგიის განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელება
◊ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლება მათთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებისა გაწევისა და საზღვარგარეთ არსებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მივლინების გზით.
◊ სტუდენტთა პრაქტიკებისა და სტაჟირებების დაგეგმვა-მოწყობა, ცნობილ უნივერსიტეტებში მათთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზება
◊ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, უცხოელი ადგილობრივი სპეციალისტების მონაწილეობით, საერთაშორისო და ადგილობრივი დონის სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა
◊ სტუდენტთა სწავლის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება სხვადასხვა თრეინინგების, სემინარებისა და სადისკუსიო კლუბების ორგანიზების გზით
• სუ-ის პედაგოგთა და სტუდენტთა სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით კავშირის მიზანია:
◊ მაღალი რეიტინგის მქონე ხელმოკლე სტუდენტებისათვის სტეპენდიების დაწესება და ამ მიმართულებით ფონდების მოძიება
◊ ზაფხულში სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის გასართობი და დასასვენებელი სკოლების ორგანიზება
◊ სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვა
◊ სუ-ის წევრების უზრუნველყოფა სადაზღვევო ბარათებით, კორპორაციული პაკეტებით და სხვა.
◊ სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო აქციების ორგანიზება
|