ღონისძიებები>>ანონსი

 ა ქ ც ი ა

2006 წლის 1 აპრილიდან  სუ-ს საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი მართავს აქციას, რომლის ფარგლებშიც, თბილისის საშუალო სკოლის IX-X კლასის მოსაწავლეები უფასოდ შეისწავლიან ინგლისურ ენას. აქციის ხანგრძლივობაა სამი თვე, კვირაში ოთხი საათი. მოწაფეები ეუფლებიან ინგლისურ ენას უახლესი ლიტერატურითა და ენის შესწავლის თანამედროვე მეთოდით.
 
საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ამ აქციას გამოეხმაურა ¹51; ¹115 საშუალო სკოლები და პირველი კლასიკური გიმნაზია. ამჟამად საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრში ინგლისურ ენას ეუფლება აღნიშნული სკოლების 80-მდე მოსწავლე.
საზოგადოების საქმეთა ცენტრი მოუწოდებს სხვა სკოლების დირექტორებსაც მეტი ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ ინიციატივას და თავიანთ მოსწავლეებს მიაწოდონ ინფორმაცია ინგლისური ენის უფასოდ სწავლის იმ შესანიშნავ შესაძლებლობაზე, რომელსაც მათ საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი სთავაზობს.
 
შედეგი
კურსის გავლის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეს მიენიჭება შესაბამისი დონის, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
2006 წლის სექტემბრიდან სუ-ის  საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი გეგმავს თბილისის სკოლების IX-X კლასის მოსწავლეების უფასო მომზადებას კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში.
 
მიღების პირობები
 
1. სკოლის დირექტორის მიმართვა სუ-ის საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრს, მოსწავლეთა სიის თან დართვით.
2. მოსწავლეთა ტესტირება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის თბილისის სკოლების დირექტორებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საქართველო. . თბილისი, 0160, . კოსტავას 77, V კორპუსი.
                  თელ: (995 32) 36 46 65 (995 99) 63 15 82
 


წესდება



გაწევრიანება



პროექტები