ხელშეკრულება/კონტრაქტი
დოქტორანტი საბუთებისა და განაცხადის შემოტანისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
• ხელშეკრულება დოქტორანტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და მოქმედებს სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი სამი წლის (6 წლით არა სრული დატვირთვით დარეგისტრირების შემთხვევაში) განმავლობაში. შესაბამისად, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ ექვემდებარება გადასინჯვას (უპირველეს ყოვლისა, პროგრამის ღირებულება).
• ყველა ის შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონტრაქტით, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზით სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი ვადების დარღვევა და. ა. შ. რეგულირდება საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლებით.
• დოქტორანტის მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გააფორმება ხდება სადოქტორო სწავლების მენეჯერთან.
• ხელშეკრულებას ხელს აწერენ: დოქტორანტი, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან - სადოქტორო სწავლების მენეჯერი და უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მენეჯერი (იხ. დანართი ¹ ).
დოქტურანტურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება
• დოქტორანტს, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან პირველი რვა კვირის განმავლობაში, ანუ მოსამზადებელ პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ჰქონდა I სასწავლო წლის სრული ღირებულება.
• დოქტორანტს, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი რვა კვირის, ანუ მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, სწავლის საფასური არ უნაზღაურდება (იმ შემთხვევაში, თუ მას გადახდილი ჰქონდა მხოლოდ I სასწავლო წლის ღირებულება).
• სწავლის შეწყვეტის თარიღად ითვლება დღე, როდესაც დოქტორანტი სწავლის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართვს სადოქტორო სწავლების მენეჯერს სწავლის შეწყვეტის შესახებ.
• გადასახადი არ უბრუნდება იმ დოქტორანტს, რომელიც წყვეტს სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხება უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ ის უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ ფინანსურ დავალიანებას.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის შეწყვეტიდან ერთი სასწავლო წლის გასვლის შემდეგ გააუქმებს კონტრაქტს, თუ იგი არ ასრულებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას: პროგრამაზე სწავლის პირველი წლის ბოლოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლების მენეჯერს არ წარმოუდგენს საერთაშორისო სერთიფიკატს GRE-ში ან GMAT-ში, რომლის მისაღები ქულები სსმუ-ს მიერ წინასწარ იქნება დადგენილი.
|