|
|
| |
 |
საუნივერსიტეტო წესდება
თავი VIII
საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების დაცვა
ხარისხის დაცვა
§ 1. ზოგადი დებულებები
1. 1. საქართველოს უნივერსიტეტში პროგრამა დასრულებულად ითვლება თუ სტუდენტი აკეთებს:
საბაკალავრო პროგრამაში - საბაკალავრო ნაშრომს (პრეზენტაციას);
სამაგისტრო პროგრამაში: სამაგისტრო დისერტაციას, ან ფინალურ პრეზენტაციას.
სადოქტორო პროგრამაში – სადოქტორო დისერტაციას.
1. 2. კრედიტ/საათების რაოდენობა ( ECTS):
1. 2. 1. საბაკალავრო ნაშრომი: ესაა საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი ეტაპი საბაკალავრო დისერტაცია სტუდენტს ანიჭებს კრედიტ/საათების გარკვეულ ოდენობას, კერძოდ,
საბაკალავრო ნაშრომისათვის ესაა 12 ECTS;
1. 2. 2. სამაგისტრო ნაშრომი/ფინალური პრეზენტაცია – 30; 6/12 ECTS;
1. თუ სტუდენტი აკეთებს სამაგისტრო დისერტაციის, - 30 ECTS;
აქედან:
- ლექცია-სემინარი ხელმძღვანელთან – 6 ECTS.;
- კვლევა/დისერტაცია - 24 ECTS.
2. თუ სტუდენტი აკეთებს ფინალურ პრეზენტაციას
- დამატებითი სპეციალური 3/4 კურსი – 18/24 ECTS
- ფინალური პრეზენტაცია –12/6 ECTS.
ფინალური პრეზენტაცია
სტუდენტს, სამაგისტრო ნაშრომის ნაცვლად, გარკვეული პროგრამების მიმართულებით (ამას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი, ან პროგრამის ხელმძღვანელი კანცლერთან შეთანხმებით) შეუძლია სამაგისტრო ნაშრომისათვის განკუთვნილი 30 კრედიტი დააგროვოს დამატებითი საგნების აღებით, ასეთ შემთხვევაში მას ევალება გარკვეული საკითხის ირგვლივ გააკეთოს ფინალური პრეზენტაცია, მაგ.:
1. 2. 3. სადოქტორო დისერტაციის კრედიტები და მოდულები
სადოქტორო ნაშრომის მომზადება-დაცვა - 108 ECTS.
სადოქტორო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კვლევა და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა. პროგრამის ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაწილი, გარდა სალექციო-პედაგოგიური პრაქტიკისა, დოქტორანტს ან კვლევის წარმოებაში ეხმარება (მაგ., ლექცია-სემინარები), ან ამ კვლევის შედეგებს ეფუძნება (კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება, გამოქვეყნებული სტატია). კვლევის საბოლოო პროდუქტის - სადოქტორო ნაშრომის მომზადება-დაცვაში დოქტორანტს ენიჭება სადოქტორო პროგრამით განსაზღვრული კრედიტების უდიდესი ნაწილი 108 ECTS (180 ECTS-დან).
სადისერტაციო ნაშრომის მომზადება რთული პროცესია, რომელიც ზოგადად მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, საკვლევი სფეროსა და დარგის მიმართულებით პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას მოითხოვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნულ ნაწილში სუ-ის სადოქტორო პროგრამა სამ მოდულად იყოფა:
1. მეცნიერული სრულყოფის მოდული;
2 პროფესიული სრულყოფის მოდული;
3. დისერტაციის მოდული.
2. 7. 1. კვლევისა და დისერტაციისათვის განკუთვნილი 108 ECTS მოდულების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
1. 3. მეცნიერული სრულყოფის მოდული. აღნიშნული მოდულით დოქტორანტმა მეცნიერულად
უნდა შეისწავლოს საკითხები და დაწეროს მაღალკვალიფიციური ნარკვევები შემდეგ
მიმართულებებში: კვლევის მეთოდები და ტექნოლოგიები,öადამიანთმცოდნეობა,
საზოგადოებათმცოდნეობა, სოციალური ინსტიტუტები და სისტემები.
1. 3. 1. კვლევის მეთოდები და ტექნოლოგიები
კვლევის აღნიშნული ეტაპი მოიცავს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. პროფესიონალისათვის ამ ეტაპზე კვლევა არ არის სიახლე. როდესაც სტუდენტისათვის პრობლრმა, რომელზედაც მუშაობას აპირებს, განსაზღვრულია, სხვა სიტყვებით, როდესაც აქტუალური ხდება გადაწყვეტილების მიღების მომენტი პრიორიტეტი ინფორმაციულობაა. ინფორმაციის მოპოვების გზა კვლევაა. კვლევის ეს ეტაპი გულისხმობს შემდეგ კომპეტენციებს:
- თეორიული ცოდნა
- ემპირიული ცოდნა
- პრაქტიკული ცოდნა
თეორიული ცოდნა - კომპეტენცია რომელიც ქმნის საფუძველს ფაქტებისა და არგუმენტების პრეზენტირებისათვის და ზოგადად, სამყაროს ადექვატური
აღქმისათვის.
არსებობს კვლევის კლასიფიცირების რამდენიმე გზა:
- ობიექტური და სუბიექტური
- რაოდენობრივი და თვისობრივი
- ისტორიული, ექსპერიმენტული, მიმართულებითი, დაკვირვებითი, მიმოხილვითი და საილუსტრაციო მოდელების შესწავლის.
კვლევის თეორიის ფარგლებში არსებობს შემდეგი შეკითხვები.
- როგორ შეიცვალა კვლევის თეორიები დროთა განმავლობაში და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
- რატომ არ განიხილავენ რაოდენობრივი მეთოდის მომხრეები კვლევის მეთოდად თვისობრივ მეთოდს. რას გულისხმობს კვლევის ეთიკური ნორმები?
ემპირიული ცოდნა - ეს კომპეტენცია გულისხმობს კვლევამდე აღმოჩენილის განხილვას და შედეგების გაანალიზებას. ემპირიული კომპონენტის მიზანია დაეხმაროს მკვლევარს იმ მიმართების გაანალიზებასა და შეფასებაში, რომელიც არსებობს კვლევის მეთოდებსა და საკვლევ სფეროს შორის. ემპირიული კომპონენტის ფარგლებში ისმის შეკითხვები
- რამდენად შეიცვალა კვლევის პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში,
- რამდენადაა თავად ემპირიზმი ემპირიული კვლევის საგანი.
პრაქტიკული ცოდნა - ეს კომპეტენცია წარმოადგენს თეორიული და ემპირიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურ კონტექსტს.
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ისწავლო კვლევა, უნდა იკვლიო, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა ეძებო საკვლევი სფერო და მისთვის შესაბამისი კვლევის მეთოდი.
1. 3. 2. ადამიანთმცოდნეობა
მაღალკვალიფიციური ნაშრომი ადამიანთმცოდნეობაში. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა ფაქტორები, ესენია: ბიოლოგიური, შემეცნებითი (კოგნიტური), ფსიქოლოგიური და ზნეობრივი განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები. ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ იმ ფსიქოლოგიურ კონტექსტზე (გარემოზე), რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ისინი არ იცვლებიან ისე სწრაფად, როგორც ტექნოლოგია და ინფორმაცია. ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ ფსიქოლოგიურ და (კოგნიტიურ) შემეცნებით კონტექსტს, რომელიც მოგვცემს ახალი ტექნოლოგიების და მექანიზმების გამოყენების საშუალებას. კაცობრიობის განვითარება გულისხმობს რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები არსებულ რეალობასთან მიმართებაში, იმავდროულოად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანური რესურსები არ არის ამოუწურავი, მაგრამ ის პოტენციალი, რომელიც ყოველ ჩვენგანში არსებობს უნდა პასუხობდეს ახალ რეალობათა მოთხოვნებს, შედეგად კი კაცობრიობის განვითარებას.
სუ_ში განხორციელებული ყველა სადისერტაციო კვლევა, მნიშვნელოვანია სოციალური ტიპის ცვლილებათა თვალსაზრისით; ნებისმიერი კვლევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი, ემოციური, ზნეობრივი, სულიერი თუ ქცევითი მოდელებისა და ასპექტების ერთობლივი სიღრმისეული კვლევა.
კაცობრიობის განვითარება დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორიცაა გენეტიკა ფსიქო-სოციოლოგია, ეთნიკური, რასობრივი, კულტურული მრავალფეროვნება. ეს ფაქტორები ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმსაზღვრელია.
კაცობრიობის განვითარების თეორია სვამს კონკრეტულ შეკითხვებს:
- რა მიმართებაა ადამიანის ზნეობრივ განვითარებასა და ეთიკის საკითხებს შორის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე?
- რა კავშირია კაცობრიობის განვითარებასთან ადამიანის უნარი, მოახდინოს მოვლენათა, საგანთა თუ ინდივიდთა დიფერენცირება?
- როგორია სხვადასხვა ფაქტორთა ხვედრითი წილი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში?
- რომელი კულტურული ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას ადამიანის განვითარებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად განმსაზღვრელია ადამიანის განვითარებისათვის მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, რასა, ეროვნება, სქესი თუ სექსუალური ორიენტაცია?
- რამდენად ეხმარება ადამიანს განვითარებაში იმ სკოლათა მოღვაწეობა, რომელთა ორიენტირს წარმოადგენს აზროვნება ?
- როგორ აისახა ადამიანის განვითარების ორდინალური და ექსტრაორდინალური შემთხვევები ლიტერატურასა და ისტორიაში?
- რა წვლილი მიუძღვის ადამიანის განვითარებაში იმ თეორიებს, რომელთა ორიენტირსაც წარმოადგენს ადამიანის ასაკობრივი სტატუსის კვლევა?
- რამდენად განმსაზღვრელია ადამიანის განვითარებისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისათვის შესაბამისი მახასიათებლები?
- როგორია ახალი რეალობის მოთხოვნა ადამიანის გონებრივი, ფიზიკური, სოციალური თუ პროფესიული მდგომარეობის მიმართ?
- რა ვიცით და რაც უფრო მნიშველოვანია, რა არ ვიცით, რა აკლია ჩვენს ცოდნას, გარემოსა და ადამიანებს შორის არსებულ მიმართებათა შესახებ?
- როგორია მიმართებათა ტიპი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და შემეცნებით განვითარებას შორის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე?
- კაცობრიობის განვითარების თეორიის რომელი სახელმძღვანელო პრინციპები გამოიყენა ადამიანმა, როგორც პროფესიონალმა?
- კაცობრიობის განვითარების თეორიის რომელი ფაქტორები აღმოაჩნდა დომინანტური ადამიანის სრულქმნისათვის?
1. 3. 3. საზოგადოებათმცოდნეობა
საზოგადოების განვითარება და ცვლილება მოიცავს მთელ საზოგადოებას, ისტორიული, კულტურული, ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და ტექნიკური ასპექტების ჩათვლით. როგორც ადამიანები და პროფესიონალები, ვალდებულნი ვართ გავაცნობიეროთ და აქტიურად აღვიქვათ ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც ხდება ცვლილება. როგორც ადამიანები და პროფესიონალები, პასუხისმგებელნი ვართ ყველა ცვლილებაზე, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ დონეზე. სუ ეხმიანება განათლების, კულტურის და საზოგადოებრივ სფეროებში მიმდინარე ცვლილებებს. სოციალური და კულტურული ცვლილებები ხშირად განპირობებულია როგორც საზოგადოებრივი ბალანსით, ისე ანტაგონისტური ინტერესებით. ეს ინტერესები, როგორც წესი, დაკავშირებულია ბუნებრივ რესურსებთან, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, პროფესიონალურ ასპექტებთან, კულტურულ და იდეოლოგიურ საკითხებთან. ზოგჯერ ცვლილება შეიძლება დაიგეგმოს, რათა დაკმაყოფილდეს ახალი რეალობის კონკრეტული მოთხოვნები და მოთხოვნილებები, ზოგჯერ კი ცვლილება დაუგეგმავი და სპონტანურია. ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ბევრი არასასურველი ცვლილება გამოიწვია ომმა, დაპყრობამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა. დღეს თანამედროვე საზოგადოება იცვლება ისე სწრაფად, როგორც არასდროს. ტექნოლოგიური ცვლილებები ხშირად რთულია გასაცნობიერებლად.
იმისათვის, რომ გაიგო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების სწრაფი და რთული ბუნება, უნდა გაიგო თეორიები, მოდელები და იდეები, რომლებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფილოსოფია, ეთიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, ანთროპოლოგია და ისტორია.
აღნიშნული მოდულის პრიორიტეტებს წარმოადგენს:
1. საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებათა ბუნების განსაზღვრა და განხილვა;
2. სამი კლასიკური და ერთი საზოგადოებრივი თეორიის შედარება და კონტრასტის იდენტიფიცირება;
3. საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებების მიმართების განსაზღვრა საკვლევ სფეროსთან, ანı
4. პროფესიურ სფეროში საზოგადოებრივ ცვლილებათა ზეგავლენის დემონსტრირება.
სწავლების შედეგები:
მკვლევარმა უნდა გააცნობიეროს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ და კულტურულ ცვლილებათა პროცესის თავისებურებები. მკვლევარმა კრიტიკულად უნდა შეაფასოს საზოგადოებრივ ცვლილებათა თეორიის ლოკალური და გლობალური ზეგავლენა საზოგადოებაზე. თეორიული ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიმდინარე სიღრმისეული კვლევისათვის. ამ ტიპის ცოდნა მოიცავს განსჯასა და კრიტიკულ შეფასებას, მაკრო და მიკრო პარადიგმებს, თეორიებს, ხედვასა და პერსპექტივას, ფუძემდებლური ცნებების იდენტიფიცირებას.
1. 3. 4. სოციალური ინსტიტუტები და სისტემები:
სოციალური სისტემების თეორია გვთავაზობს პრობლემის მთლიანობაში ხედვის მოდელებს.
აზროვნების ეს ფორმა ახდენს პრობლემის სეგმენტაციას, შემდგომ კი ცალკეულ სეგმენტები მოჰყავს სისტემაში და შეისწავლის სეგმენტთა შორის არსებულ მიმართებათა ტიპებს. სისტემების თეორია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების სწორედ იმ მოდელს, რომლის გამოყენებაც ევალება დოქტორანტს კვლევის პროცესში. სისტემათა თეორია აღრმავებს დოქტორანტის ცოდნას სამყაროს, ხალხის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების შესახებ. ეს თეორია გვთავაზობს იმ საფუძვლების შესწავლას, რომელიც ეხმარება მკვლევარს, დაინახოს საზოგადოება, როგორც ურთიერთდამოკიდებულ ქვესისტემათა მთლიანობა.
მოცემული ეტაპის დასრულების შემდგომ დოქტორანტს უნდა შეეძლოს:
- სისტემაზე ორიენტირებული თეორიული ცოდნის გამოყენება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში და მათი შეფასება;
- თავისი პროფესიის, ორგანიზაციისა და მისი პრობლემების ანალიზი და სისტემური ხედვა;
- საკვლევი პრობლემის სისტემათა თეორიის პერსპექტივიდან შესწავლა;
- სისტემათა თეორიისათვის შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება სპეციფიკური პრობლემატიკის სფეროში.
ყველა ტექნოლოგია და მეთოდი წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელიც ემსახურება დოქტორანტის მიერ დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფას.
აღნიშნული ოთხი ნარკვევიდან თითოეული უნდა შედგებოდეს აფა-ის სახელმძღვანელოს სტილში, ორბწკარიანი შუალედით დაწერილი 30/40 გვერდისაგან, ქართული შრიფტისა და შრიფტის ზომის გამოყენებისათვის იხ. თავი VII, §1.
ნაშრომებს კითხულობენ საბჭოს წევრები და აძლევენ (ან არ აძლევენ) დოქტორანტს ჩათვლას. ოთხი ნაშრომიდან თითოეული ანიჭებს სტუდენტს 12 კრედიტს, სულ აღნიშნული მოდულით დოქტორანტი იღებს 48 კრედიტს (იხ. ზემოთ ცხრილი 1. 2.).
1. 4. პროფესიული სრულყოფის მოდული. დოქტორანტმა მისი საკვლევი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეისწავლოს ოთხი ისეთი პროფესიულ-სპეციფიკური საკითხი (შესაძლებელია ეს იყოს უცხო ენა), რომელიც დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულოა მისი კვლევის სრულყოფილად წარმართვისათვის.
თითოეული საკითხის მიმართულებით მან უნდა წარმოუდგინოს სკოლის დირექტორსა და დაცვის საბჭოს ორბწკარიანი შუალედით დაწერილი 30/40 გვერდისაგან შემდგარი ნაშრომი;
უცხო ენის, ან IT მიმართულებით კი უცხო ენის შესაბამისი დონის, ან IT შესაბამისი პროგრამის ფლობის დამადასტურებელი საგამოცდო ქულა იმ ოდენობით, რომელიც საჭიროა სუ-ში, რათა საგანი ჩაითვალოს გადალახულად (იხ. სუ-ის შეფასების სისტემა).
1. 5. დისერტაციის მოდული. სადოქტორო ნაშრომის, როგორც ტექნიკური გამართვის საკითხი, ისე მისი მომზადების საფეხურები განხილულია მომდევნო V თავში.
§ 2. დისერტაციის მომზადების ეტაპები
სადისერტაციო ნაშრომის მომზადების პროცესში დისერტანტს დასჭირდება შემდეგი 8 საფეხურის გავლა:
1. 1. პირველი საფეხური - თემის შერჩევა
სადისერტაციო ნაშრომის თემას სტუდენტი ადგენს სკოლის დირექტორთან, დაცვის საბჭოსთან, ან სამეცნიერო-საკვლევი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს, საბაკალავრო/სამაგისტრო სწავლების პროცესში უჩნდება, ხოლო სადოქტორო პროგრამით სწავლის დაწყებისას, უკვე აქვს კონკრეტული ინტერესი, თემის განსაზღვრა ხშირად ყველაზე რთული საფეხურია სადისერტაციოო ნაშრომის წერის პროცესში. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მიიღოს იმ კვალიფიციური სპეციალისტების რჩევა და აზრი, რომლებიც იზიარებენ სტუდენტის ინტერესებს.
1. 2. მეორე საფეხური - კონცეფციის წარმოდგენა
§ დისერტაციაზე მუშაობა ოფიციალურად იწყება იმით, რომ სტუდენტმა მოხსენების სახით დაცვის საბჭოს უნდა წარუდგინოს მომავალი ნაშრომის კონცეფცია. ასეთი მოხსენება მომავალი ნაშრომის საფუძველად იქცევა. მოხსენების მიზანია ნაშრომის მთავარი იდეის გაჟღერება, საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მოკლე კომენტარი, და კვლევისათვის სათანადო მეთოდოლოგიის შემოთავაზება. მოხსენების სახით სამომავლო კვლევის კონცეფციის წარმოჩენა დაცვის საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრების, მათ შორის ხელმძღვანელის წინაშე, სტუდენტს საშულებას მისცემს, კვლევის დაწყებამდე (ან ადრეულ ეტაპზევე) მიიღოს რჩევა, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული საკვლევი თემა, რამდენად ზუსტადაა განსაზღვრული კვლევის ობიექტი და მიზანშეწონილია შემოთავაზებული მეთოდოლოგია.
§ დაცვის საბჭოს ამავე სხდომაზე დაზუსტდება თემის სავარაუდო სათაური და დამტკიცდება საკვალიფიკაციო თემა, რასაც დაცვის საბჭოს მდივანი გააფორმებს სათანადო ოქმით.
§ სხდომაზე ოფიციალურად დასახელდება და დამტკიცდება ხელმძღვანელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი შეავსებს შესაბამის ბლანკს და ხელმოწერით დაადასტურებს თავის თანხმობას აღნიშნული სტუდენტის დასახელებული ნაშრომის ხელმძღვანელობის თაობაზე. ბლანკი და სხდომის ოქმი ინახება საბჭოს მდივანთან, იგივე შესაბამისი სწავლების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) მენეჯერთან.
§ მასთანვე ინახება კონცეფციის ასლი CD-ის თან ერთად, თუ კონცეფცია წარმოდგენილია (Power Point) პრეზენტაციის სახით (რაც სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო).
1. 3. მესამე საფეხური - წინასწარი განაცხადი და მისი შემადგენელი ნაწილები
მას შემდეგ, რაც სადისერტაციო საბჭო დაამტკიცებს კვლევის კონცეფციას, კანდიდატს შეუძლია დაიწყოს მუშაობა წინასწარი კვლევის განაცხადზე. ეს განაცხადი, რომელშიც ავტორის პროექტი ძირითადად აღწერილია გრამატიკულად მომავალ დროში, მოიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მომავალი დისერტაციის თავებისათვის. კვლევის განაცხადი უნდა დაიწეროს დისერტაციის მსგავსი სტილით და ფორმატით, მაგრამ არსებული სხვაობის შენარჩუნებით (აღნიშნული სხვაობის განმარტებისათვის იხილეთ აფა -ს სახელმძღვანელო). სადისერტაციო ნაშრომი და განაცხადი განსხვავდება, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ გამოსაყენებელი მეთოდების მითითებისას იხმარება მომავალი დრო, რადგან ამ ეტაპზე სამუშაო ჯერ არ არის შესრულებული. აგრეთვე კვლევის მიზანი განაცხადში ახსნილია აწმყო დროში, ხოლო კვლევის დასრულების შემდეგ, დისერტაციაში - წარსულ დროში. საბოლოოდ დისერტაციაში, წინასწარ განაცხადში განხილული საკითხები ხელახლა განიხილება უკვე სათანადო გრამატიკული დროების მონაცვლეობით, ვინაიდან სამუშაო ამ ეტაპისათვის უკვე დასრულებულია. ზოგადად, წინასწარი განაცხადი გამოიყენება როგორც მომავალი დისერტაციის თავების საფუძველი, რომელიც შემდგომ დაიხვეწება და გაფართოვდება. მაგალითად, განაცხადის ლიტერატურული მიმოხილვა, ხშირად განახლებას მოითხოვს ხოლმე. მეორე მხრივ, საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები არ უნდა შეიცვალოს ან გადაკეთდეს, რათა შემდგომში ჩატარებულ კვლევასთან და შედეგებთან შესაბამისობა არ დაირღვეს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ საბოლოო დოკუმენტში გამოყენებულ იქნას სწორი გრამატიკული დრო. ლიტერატურის მიმოხილვაში, მაგალითად, წარმოდგენილი კვლევის მეთოდების განხილვა ძირთადად არ ხდება წარსულ დროში. ავტორის ზოგადი დასკვნები, როდესაც ისინი კვლევის შედეგების აღწერას ეხება, წარმოდგენილია ძირითადად აწმყო დროში (მაგ. ქორიძე და ნოდია თვლიან, რომ ტესტი მხედველობისა და სივრცისეული აღქმის სანდო ინდიკატორია.......). როგორც უკვე აღინიშნა, განაცხადის ტექსტი, რომელიც გამოსაყენებელ მეთოდებს, მომავალ დროში აღწერს, უნდა გადაკეთდეს და შეიცვალოს წარსული დროის ფორმებით მაშინ, როდესაც საუბარია
უკვე ჩატარებულ სამუშაოზე, ანუ როდესაც ავტორი წერს დისერტაციის საბოლოო ტექსტს. წინასწარი განაცხადი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: თავფურცელი, მიმოხილვა, სარჩევი, თავი I – შესავალი, ანუ პრობლემის განსაზღვრა, თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა, თავი III – მეთოდოლოგია; გამოყენებული ლიტერატურა, ანუ ბიბლიოგრაფია, დანართები.
1. 3. 1. თავფურცელი
განაცხადის წარდგენისა და მისი განხილვის დროს შესაძლებელია სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდების დაზუსტება, ან ერთგვარად შეცვლაც კი. დისერტაციის სათაური ზედმიწევნით უნდა ასახავდეს ნაშრომს და არ აღემატებოდეს 15 სიტყვას. და არ აღემატებოდეს 15 სიტყვას. ზედმეტი სიტყვები, როგორიცაა “... საკითხის კვლევა..” ყოველთვის უნდა გამოიტოვოს. დასახელება უნდა მოიცავდეს ძირითად ტერმინებს, რომელბშიც აისახება კვლევის ბუნება და საკითხის განხილვის სივრცე. ნაშრომის სათაური იწერება მთავრული ასოებით. თავფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:: დისერტაციის დასახელება, ავტორის სახელი, სიტყვები «დამტკიცებულია სუ-ის .... სკოლის დაცვის საბჭოს მიერ» ამას მოსდევს საბჭოს წევრთა სახელები, ხარისხებისა და საუნივერსიტეტო თანამდებობის მითითებით და ხელმოწერებისათვის გამოტოვებული ადგილები, სადაც ხელს აწერენ კომისიის წევრები (თავმჯდომარით დაწყებული) და უთითებენ განაცხადის მიღების თარიღის.
1. 3. 2. მიმოხილვა
განაცხადის მიმოხილვა არის დისერტაციის ან საპრეზენტაციო პროექტის კვლევის არსისა და მოსალოდნელი მიმართულების მოკლე აღწერა. მასში უნდა აისახოს საკითხის კვლევის თანამედროვე პრობლემებში ავტორის კომპეტენტურობა, დაისვას საკვლევი პრობლემები და ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება მეცნიერთა მიერ გაკეთებულ და სამეცნიერო ლიტერატურაში ასახულ აღმოჩენებს. მიმოხილვაში მკვლევარმა მოკლედ უნდა აღწეროს შემოთავაზებული მეთოდები და მოსალოდნელი შედეგები.
1. 3. 3. სარჩევი
არსებითად, განაცხადის სარჩევში ჩამოთვლილია განაცხადის ყველა ნაწილი გვერდების შესაბამისი ნუმერაციით. ეს ნაწილები ძირითადად მოიცავს შემდეგს: თავფურცელს, მიმოხილვას, სარჩევს, შესავალს, ან პრობლემის განსაზღვრას, ლიტერატურის მიმოხილვას და საკვლევ საკითხებს, მეთოდოლოგიას, დანართებს და გამოყენებული ლიტერატურის სიას. სარჩევი უნდა დაიბეჭდოს ერთბწკარიანი შუალედით (single-spaced)
1. 3. 4. თავი I. შესავალი, ან პრობლემისა და მიზნების განსაზღვრა
შესავალში დაისმის დისერტაციაში განსახილველი პრობლემა (უფრო ვრცლად, ვიდრე მიმოხილვაში). მოცემულია კვლევის ბუნების და მიზნის აღწერა, საუბარია საკვლევ საკითხებზე, ყურადღება მახვილდება კვლევის ჩატარების დასაბუთებასა და მნიშვნელობაზე. ამავე თავში დისერტანტი განმარტავს ტერმინოლოგიას, რომელსაც იყენებს ნაშრომში.
1. 3. 5. თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
აღნიშნული ნაწილი მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას, რომელიც უშუალო კავშირშია თემასა და პრობლემასთან. საკვლევი საკითხები თვალნათლივ უნდა დაუკავშირდეს კვლევის უკვე არსებულ მიმართულებებს და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ თვალსაზრისებს. ამ თავში დაწვრილებით უნდა აღიწეროს ყველა წინაასწარ ჩატარებული სამუშაო, აგრეთვე კონკრეტული საკვლევი საკითხები და ჰიპოთეზები, რომელბიც შემდგომ დამუშავდება დისერტაციაში. საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა განათავსებს ნაშრომს უკვე განხორციელებული კვლევების კონტექსტში. აფა-ის სახელმძღვანელოს თანახმად: «ადრინდელი შრომების მეცნიერული მიმოხილვა წარმოადგენს მეცნიერული აზრის ისტორიას და წარმოაჩენს ჩასატარებელი სამუშაოს უპირატესობას სხვა მანამდე ამ საკითხზე შექმნილ შრომებთან მიმართებაში. ავტორის მეცნიერულ პასუხისმგებლობაში შედის მისი საკვლევი ობიექტის ირგვლივ მანამდე შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების ციტირება და მასზე უწინ ჩატარებული მეცნიერული კვლევების კონკრეტული მიღწევების აღიარება».
1. 3. 6. თავი III. მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიური ნაწილი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. როგორც წესი, აღნიშნული ნაწილი იყოფა რამდენიმე ქვეთავად. ხშირად ქვეთავს, რომელშიც მოყვანილია ინფორმაცია ექსპერიმენტის მონაწილე სუბიექტებზე, მოსდევს ქვეთავი, სადაც აღწერილია მონაწილეებზე ჩატარებული ტესტები ან სხვა საზომი პროცედურები. შემდეგ ამას მოსდევს ქვეთავი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ, რა მეთოდით მოხდება, დასმული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მიღებული გამოთვლების ანალიზი.
1. 3. 7. გამოყენებული ლიტერატურა/ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურის სია განაცხადის ბოლოს უნდა მოიცავდეს ყველა ნაშრომს, რომლიც ციტირებულია განაცხადში. მეორე მხრივ, ტექსტი უნდა შეიცავდეს ყველა იმ წყაროს ციტირებას, რომელიც მითითებულია გამოყენებულ ლიტერატურაში.
1. 3. 8. დანართები
განაცხადის დანართები უნდა მოიცავდეს მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტებს, მაგ. ინსტიტუციური განხილვის საბჭოს მონაცემებს, თანხმობის ფორმებს, თემასთან გაცნობის საკითხებს, კითხვარებს, გამოკითხვის ფორმებს, და ა. შ. დანართების ნაწილი უნდა იწყებოდეს საკუთარი თავფურცლით, რომელსაც მოსდევს მისივე სარჩევის გვერდი. ყველა დანართს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავფურცელი. სიტყვა “დანართი” მთლიანად უნდა დაიწეროს დიდი ასოებით.
1. 4. მეოთხე საფეხური - კვლევა
სტუდენტის მთავარი მრჩეველი კვლევის და ნაშრომის წერის პროცესში არის კონსულტანტ-ხელმძღვანელი. მას რჩევისათვის შეუძლია მიმართოს ასევე სკოლის ხელმძღვანელსა და დაცვის საბჭოს ნებისმიერ წევრს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კვლევებს, რომლებიც ადამიანს ეხება, მათ დაწყებამდე და მონაცემთა შეგროვებამდე, სჭირდება ადამიანურ საკითხთა საინსტიტუციო საბჭოს (ასსს-ს) თანხმობა. სტუდენტი, ვალდებულია კვლევის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას გამოკვლეული ჯგუფების ეთიკური და პიროვნული ღირსება.
1. 5. მეხუთე საფეხური - დისერტაციის დაწერა
დისერტაციის დაწერა-გაფორმება დოქტორანტის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სუ იყენებს დისერტაციის წერის იმ სტილს, რომელიც ასახულია ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის (აფა-ს) სახელმძღვანელოში:
სტუდენტი მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს აღნიშნული სახელმძღვანელოს რეკომენდაციებს და გამოიყენოს უნივერსიტეტში ამ მიმართულებით არსებული რესურსები, მათ შორის სუ-ის წერის ცენტრი.
1. 6. მეექვსე საფეხური – ნაშრომის დაცვის თარიღის დანიშვნა
როდესაც სტუდენტი კვლევას დაასრულებს, დაწერს დისერტაციას ხოლო ხელმძღვანელ-კონსულტანტი, დაცვის საბჭოს მდივანი და თავმჯდომარე, შესაძლოა დაცვის საბჭოს სხვა წევრებიც, მისი ნაშრომს გაეცნობიან და მას როგორც ფორმალურად, ისე შინაარსობრივად დაცვისათვის მომზადებულად მიიჩნევენ - სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე მოიწვევს დაცვის საბჭოს სხდომას და ოფიციალურად შეათანხმებს დაცვის თარიღს.
ამავე სხდომაზე თავმჯდომარე საბჭოს წევრებიდან გამოყოფს 2 ექსპერტს (აღნიშნული ექსპერტები, როგორც შესაბამისი სფეროს ვიწრო სპეციალისტები, იმთავითვე ამ მიზნით იყვნენ შეყვანილი დაცვის საბჭოში) და მათ ოფიციალურად გადასცემს დისერტაციას ექსპერტიზისა და შეფასებისათვის. თავმჯდომარე აგრეთვე გადასცემს დისერტაციის ეგზემპლარებს საბჭოს თითოეულ წევრს, რომლებიც ვალდებულები არიან გაეცნონ დისერტაციას და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები.
დროის შუალედი დაცვის თარიღის დანიშვნიდან დაცვამდე არ უნდა იყოს ერთ თვეზე (30 დღე) ნაკლები და 6 კვირაზე (45 დღე) მეტი. ეს შუალედი საჭიროა იმისათვის, რომ საბჭოს თითოეული წევრი დაწვრილებით გაეცნოს ნაშრომს და მოამზადოს თავისი არგუმენტები.
როგორც დაცვის თარიღის დანიშვნა, ისე ექსპერტების გამოყოფა გაფორმდება შესაბამისი ოქმით და მას ხელს მოაწერს დაცვის საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
1. 7. მეშვიდე საფეხური: ნაშრომის დაცვა
1. 7. 1. სადისერტაციო ნაშრომის დასრულების შემდეგ, მის საჯარო პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე ჩატარდება ნაშრომის დაცვა. დაცვა ტარდება იმ სკოლაში, რომელშიც მომზადდა სადოქტორო ნაშრომი და რომელი სკოლის სტუდენტიც არის დოქტორანტი. დაცვას ესწრებიან მხოლოდ დაცვის საბჭო წევრები.
1. 7. 2. პროცედურა:
- დაცვის საბჭოს მდივანი (იგივე შესაბამისი სწავლების მენეჯერი), საბჭოს აცნობს უნივერსიტეტში დისერტანტის შესაბამისი პროგრამით (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) მუშაობის შედეგს: დაგროვილ კრედიტებს; ჩატარებულ კურსებს (სადოქტორო პროგრამით სწავლისას), პუბლიკაციებს (სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამით სწავლისას), კონფერენციებში მონაწილეობას, სამეცნიერო რეცენზიებს, თუ ასეთები არსებობს დისერტანტის გამოქვეყნებულ შრომებზე, ან საკონფერენციო გამოსვლებზე. ის აგრეთვე საბჭოს გააცნობს დისერტაციის მიმართულებით დაცვის საბჭოს სხდომების საერთო რიცხვს და თითოეული სხდომის ოქმში დაფიქსირებულ გადაწყვეტილებას, რაც, ფაქტობრივად, წარმოაჩენს დისერტაციის მომზადების ისტორიას.
§ დაცვის მსვლელობისას დისერტანტი აცნობს საბჭოს ნაშრომს, ნაშრომზე მუშაობის მეთოდოლოგიას და ა. შ., მოხსენება გრძელდება 30-40 წთ.;
- ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებს (5/7) აცნობს ექსპერტთა და დანარჩენ საბჭოს წევრთა რეცენზიებს (თვით საბჭოს თავმჯდომარე, არ იძლევა რეცენზიას, თუმცა მას შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი და შენიშვნები);
§ დისერტანტი თანმიმდევრულად პასუხობს რეცენზიებში გამოთქმულ შენიშვნებს თუ დასმულ კითხვებს;
- მიმდინარეობს ნაშრომის დაწვრილებითი განიხილვა: საბჭოს წევრები სვამენ შეკითხვებს, რომლებსაც დისერტანტი პასუხობს დამაჯერებელად და ამომწურავად.
1. 7. 3. დაცვის მთელი პროცესის მიზანია დაცვის საბჭოს მხრივ ნაშრომთან და ხარისხის მაძიებელთან ყოველმხრივი გაცნობა და გადაწყვეტა: იმსახურებს, თუ არა ის საძიებელ ხარისხს.
საბოლოო გადაწყვეტილებას დაცვის საბჭო იღებს დახურულ კარს მიღმა, დისერტანტი არ ესწრება გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
1. 7. 4. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაცვის საბჭო დაწვრილებით აცნობებს სტუდენტს სამუშაოში არსებული ხარვეზების თაობაზე და აძლევს საშუალებას დახვეწოს და წარმოადგინოს თავისი ნაშრომი ერთი სემესტრის (16 კვირის), ან ერთი სასწავლო წლის (32 კვირა) შემდეგ.
- ასეთ შემთხვევაში სტუდენტმა, ნაშრომის სისრულეში მოყვანის მიზნით პროგრამაში დარჩენისა და საუნივერსიტეტო მომსახურებით სარგებლობისათვის, უნდა აიღოს ერთკრედიტიანი «მუდმივი რეგისტრაცია» (იხ. თავი III, §1).
- ერთკრედიტიანი «მუდმივი რეგისტრაციის» არაღების შემთხვევაში სტუდენტი ამოირიცხება პროგრამიდან.
1. 7. 5. დადებითი პასუხის შემთხვევაში საბჭო აცნობს სტუდნტს იმ შენიშვნებს, რომლებიც მან უნდა გამოასწოროს საჯარო პრეზენტაციამდე. საჯარო პრეზენტაცია გაიმართება დაცვიდან ზუსტად ერთი თვის თავზე. ეს დრო სჭირდება დისერტანტს, რომ გაითვალისწინოს შენიშვნები და დაბეჭდოს დისერტაციის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც საჯარო პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე დაურიგებს დაცვის საბჭოს წევრებს.
1. 8. მერვე საფეხური - ნაშრომის საჯარო პრეზენტაცია
ნაშრომის საჯარო პრეზენტაცია ხდება მხოლოდ მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში.
დაცვის წარმატებით ჩავლის შემდეგ, დაცვის საბჭოს მდივანი საუნივერსიტეტო PR-ის სამსახურის მენეჯერს გადასცემს განაცხადს დისერტაციის საჯარო პრეზენტაციის შესახებ, შესაბამისი აუდიტორიის, თარიღისა და დროის მითითებით, რათა მან სათანადოდ გააფორმოს და გამოაკრას ის შესაბამის დაფაზე და მოათავსოს საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე (იხ. დანართი დ). ამ განაცხადის მეშვეობით მოხდება დაცვაზე საბჭოს წევრებისა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლების მოპატიჟება. PR-ის სამსახურის მენეჯერი სკოლის დირექტორის მითითებით, დაუგზავნის, ასევე შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაცვის თარიღის შესახებ სასკოლო და საუნივერსიტეტო პროფესურას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაცვამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე.
საჯარო დაცვის მიზანია უნივერსიტეტს და სამეცნიერო საზოგადოებას ზოგადად გააცნოს სტუდენტი და მისი ნაშრომი. საჯარო პრეზენტაციაზე დაცვის საბჭოს თავმჯდომარე საზეიმოდ გააცნომს დამსწრე საზოგადოებას სტუდენტს და მის ნაშრომს, ასევე, ნაშრომის თაობაზე საბჭოს აზრსა და გადაწყვეტილებას, შენიშვნებს რომლებიც დისერტანტს მიეცა საჯარო პრეზენტაციამდე გამოსასწორებლად და აუწყებს, რომ დისერტაცია შესწორებულია და შენიშვნები გათვალისწინებული.
ამის შემდეგ დისერტანტი ახდენს თავისი ნაშრომის პრეზენტაციას (Power Point-ში), რისთვისაც მას ეძლევა 30-40 წთ.
1. 9. მეცხრე საფეხური - ნაშრომის საბოლოო რედაქციის ჩაბარება
საჯარო პრეზენტაციაზე დისერტანტმა საბჭოს წევრებისაგან კვლავაც შეიძლება მიიღოს შენიშვნები (ძირითადად ტექნიკური ხასიათის), რომელთა გათვალისწინება უნდა მოხდეს დისერტაციის საბოლოო რედაქციაში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაცვის საბჭო მცირე ხნით დარჩება, შეაჯამებს პრეზენტაციის შედეგებს და დისრტანტთან ერთად გადაწყვეტს, თუ რა ვადა მიეცეს დისერტანტს ნაშრომის საბოლოო რედაქციის ჩასაბარებლად. განხილვის შედეგები გაფორმდება სათანადო ოქმით.
მას შემდეგ რაც საბჭო და თავმჯდომარე დისერტანტისაგან მიიღებენ ნაშრომის გასწორებულ რედაქციას, სადაც პრეზენტაციის შემდგომი ცვლილებებიცაა გათვალისწინებული, ნაშრომი გადაეცემა უნივერსიტეტის ან სკოლის რედაქტორს ტექნიკურ-სარედაქციო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ სამუშაოს დისერტანტი ასრულებს უნივერსიტეტის რედაქტორთან ერთად. ნაშრომის რედაქტირების შემდეგ, დოქტორანტმა უნდა ჩააბაროს დისერტაციის ასლები. თითოეულ ასლს დაერთვება CD-ზე ჩაწერილი ნაშრომის პრეზენტაცია. ასლები გადანაწილდება შემდეგნაირად:
1. 10. ეგზემპლარების რაოდენობა: ბაკალავრებისათვის 1, მაგისტრანტისათვის 3, ხოლო დოქტორანტისათვის – 5.
- დისერტაციის ორი აკინძული ამობეჭდილი ასლი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას - სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის შემთხვევაში;.
- დისერტაციის ერთი ამობეჭდილი და აკინძული ასლი უნდა გადაეცეს ეროვნულ ბიბლიოთეკას –სადოქტორო დისერტაციის შემთხვევაში;
- დისერტაციის 2 (სადოქტოროს შემთხვევაში) და 1 (სამაგისტროს შემთხვევაში) აუკინძავი ამობეჭდილი ასლი უნდა გადაეცეს სკოლას. თითოეული ასლი უნდა მოთავსდეს ცალკე სათანადო ყუთში.
3.პროცესის მონაწილეთა ფუნქციები და მოვალეობები
3. 1. დოქტორანტის უფლება მოვალეობები
1. 1. დოქტორანტი არის პირი, რომელმაც წარმატებით დაასრულა სამაგისტრო პროგრამა, დაიცვა სამაგისტრო ხარისხი და სამაგისტრო პროგრამის დასრულებისთანავე ან წლების შემდეგ გადაწყვიტა გარკვეული, მისთვის საინტერესო საკითხების მეცნიერული შესწავლა და კვლევა.
1. 2. დოქტორანტს სადოქტორო პროგრამის დაწყებისას უკვე უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც. შესაძლოა ეს პუბლიკაცია იყოს მისივე სამაგისტრო ნაშრომის ნაწილი. განსაკუთრებულ შემთხვევებს დაცვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურად, იხ. თავი I, §1, 1. 3.
1. 3. დოქტორანტისათვის უნივერსიტეტის მხრივ უმთავრესი და საბოლოო მოთხოვნაა სადოქტორო დისერტაციის დაცვა, მაგრამ დისერტაციის დაცვა ვერ შედგება, თუ დოქტორანტი არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და არ დააგროვებს პროგრამის სხვა ნაწილებისათვის განკუთვნილ კრედიტებს.
1. 4. დოქტორანტმა უნდა ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან და დაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან მასთან შეთანხმებით დაგეგმოს საბჭოს სხდომები, გააფრთხილოს საბჭოს წევრები და სხვ.
1. 5. დოქტორანტმა კვლევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის საკვლევი კითხვარები, თუ ტესტები უნდა შეათანხმოს სკოლის დირექტორთან და დაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან. როდესაც დოქტორანტი მიმართავს ასსს-ას, ნებართვისათვის, მის მიმართვას დართული უნდა ჰქონდეს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობის ბარათი.
1. 6. დაცვის საბჭოს წევრებთან მუშაობისას, დოქტორანტს უნდა ახსოვდეს, რომ საბჭოს წევერბს სხვა მრავალი პროფესიული მოვალეობაც აკისრიათ.
3. 2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის საბჭო
2. 1. სადისერტაციო ნაშრომების დაცვა ხდება უნივერსიტეტის შესაბამისი სკოლის დაცვის საბჭოზე.
დაცვის ასაბჭოს შემადგენლობა განსხვავდება საბაკალავრო და სამაგისტრო დისერტაციების დაცვისა და სადოქტორო დისერტაციების დაცვის შემთხვევაში.
2. 1. 1. საბაკალავრო და სამაგისტრო დისერტაციების დაცვის საბჭო შედგება 3/5 წევრისაგან,: თემის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, საბჭოს თვმჯდომარე (თუ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი), პროგრამის ხელმძღვანელი (ექსპერტი). თუ სკოლის დირექტორი, ან პროგრამის ხელმძღვანელი იმავდროულად არის თემის ხელმძღვანელიც, მაშინ ერთ-ერთ ექსპერტად საბჭოში შევა სკოლის რომელიმე პროფესორი, ან მოწვეული სპეციალისტი.
2. 1. 2. სადოქტორო დისეტაციების დაცვის საბჭო შედგება სადოქტორო ხარისხის მქონე სამი წლით არჩეული 3 მუდმივი წევრისა და 2-4 დროებითი წევრისაგან, შესაბამისად დაცვის საბჭოს წევრების რიცხვი შეიძლება მერყეობდეს 5-დან – 7 –მდე. აქედან 5 წევრი სავალდებულოა, 7 წევრიან საბჭოს კი გაფართოებული საბჭო ეწოდება.
2. 2. დაცვის საბჭოს მუდმივი წევრები არიან:
საბაკალავრო და სამაგისტრო თემების დაცვისას: სკოლის დირექტორი (თუ აქვს დოქტორის ხარისხი), რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, პროგრამის ხელმძღვანელი (ბაკალავრისა და მაგისტრის შემთხვევაში) და სკოლის, ან ზოგადად სუ-ის 1 ან 2 პროფესორი. შესაძლოა საბჭოს მუდმივი წევრების (სკოლის დირექტორისა და პროგრამის ხელმძღვანელის გარდა) გარედან მოწვევაც, თუ სკოლის დირექტორი და პროგრამის ხელმძღვანელები დისერტანტთან ერთად ამას საჭიროდ ჩათვლიან.
2. 3. ვადის გასვლის შემდეგ მუდმივ წევრებს ვადა შეიძლება გაუგრძელდეთ, ან მოხდეს მათი ჩანაცვლება, ჩანაცვლება შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ დროს ვადის გასვლამდეც დისერტანტის და სკოლის დირექტორის (იგივე საბჭოს თავმჯდომარე) ურთიერთშეთანხმებით, თუ ამას მოითხოვს სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკა.
2. 4. დროებითი წევრის საბჭოში მოწვევა ხდება კონკრეტული დისერტაციისათვის და მათი რიცხვი შეიძლება მერყეობდეს 1-დან – 3-მდე. საერთოდ სასურველია ექსპერტების გარედან მოწვევა (1 საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში; 2 სადოქტორო ნაშრომის შემთხვევაში).
2. 5. პირებს, რომელთაც არა აქვთ დოქტორის ხარისხი არ შეუძლიათ იყვნენ საბჭოს წევრები.
2. 6. საბჭოს დროებით წევრებს დისერტანტი ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. დისერტაციის მომზადების მთელი პროცესის მანძილზე საბჭოს წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დისერტანტის კონსულტირებისა და დახმარების მიმართულებით. შესაბამისად, საბჭოს შექმნა და საბჭოს წევრთა მოწვევა დოქტორანტის პროგრამის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ხდება. თუ რაიმე მიზეზის გამო, დოქტორანტის პროგრამის დაწყების შემდეგ, რომელიმე საბჭოს წევრი გადადგა საბჭოს წევრობიდან, აუცილებელია მისი ახალი წევრით ჩანაცვლება.
2. 6. დოქტორანტმა, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უნდა იპოვოს გადამდგარი წევრის შემცვლელი. ახალი წევრის საბჭოსთან მიერთება პროცესის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. საბჭოს წევრთა სხვა დაწესებულებებიდან მოწვევისას, მათი C.V.. ინახება საბჭოს მდივანთან.
სადისერტაციო საბჭოში, ბუნებრივია, უნდა შევიდნენ კვლევის მეთოდიკის მცოდნე სერიოზული ექსპერტები იმ სფეროდან, რომელშიც დოქტორანტი მუშაობს.
დოქტორანტს შეუძლია საბჭოს ნებისმიერ წევრს (თუ ის ამას მნიშვნელოვნად თვლის კვლევის შემდგომი ეტაპისათვის) გააცნოს მიღწეული შედეგები. საბჭოს წევრი ვალდებულია კომენტარები დაურთოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილ წერილობით მასალას და დაუბრუნოს უკან მიწოდებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა; აგრეთვე ვალდებულია შეხვდეს და გაესაუბროს მას აგრეთვე ვალდებულია შეხვდეს და გაესაუბროს მას აღნიშნული მასალის თაობაზე, თუ ამას მოითხოვს საკითხის სირთულე. კომისიის წევრებს ევალებათ წინასწარი განაცხადის და დასრულებული სადისერტაციო ნაშრომის შეფასება. ამისათვის დაცვის თარიღიდან სულ მცირე ერთი თვით ადრე, დისერტანტმა მათ უნდა მიუტანოს უნივერსიტეტში მიღებული ყველა წესის დაცვით გამზადებული დისერტაციის აუკინძავი ეგზემპლარი (ყუთში ჩადებული). საბჭოს ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვას. გამონაკლისს წარმოადგენენ საბჭოს ის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ დაცვის ადგილიდან შორს და აქვთ გადაადგილების პრობლემა. ასეთი წევრები დისერტაციას ეცნობიან სკანირებული ელექტრონული ვერსიის სახით და ელექტრონული გზითვე აგზავნიან თავიანთ შენიშვნებსა და დასკვნას. ელექტრონული ფოსტით დასკვნა იგზავნება დოქტ | |