დარეგისტრირების ვადის, ერთი დღით გადაცილებასაც კი მოსდევს ჯარიმა!
სწავლის საფასური და მისი გადახდის წესი
• სწავლის საფასური თითოეული სასწავლო წლისათვის განისაზღვრება უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ეს ცვლილება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც
უნიოვერსიტეტში სწავლობენ და, რომელთანაც გაფორმებული აქვს უნივერსიტეტს ხელშე
კრულება/კონტრაქტი (იხ. დანართი).
• სამაგისტრო სწავლების სტუდენტები სწავლის საფასურს იხდიან დარეგისტრირებული
საგნების რაოდენობის მიხედვით.
სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებული საგნების მინიმალური რაოდენობა
სემესტრში დარეგისტრირებული საგნების მინიმალური რაოდენობაა - 3 საგანი. 3-ზე ნაკლები
საგნის აღების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება თავისუფალი მსმენელის სტატუსი
(იხ. თავისუფალი მსმენელი).
დარეგისტრირებული საგნების ოდენობის შეცვლა
სტუდენტს უფლება აქვს სემესტრის დაწყებიდან მხოლოდ 2 (ორი) კვირის განმავლობაში
შეცვალოს, გააუქმოს ან დაამატოს საგნის რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი
ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს აღნიშნული ცვლიება სამაგისტრო პროგრამის მე-
ნეჯერთან, ცვლილების ფორმის ხელმოწერით, რაც რეგისტრაციის ფორმა-ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის ტოლფასია. რეგისტრაციის ცვლილება არ ვრცელდება ანგარიშსწორების
ვადაზე.
სწავლის დაწყების პირველ კვირას (საგანში ჩატარებული პირველი ლექციის შემდეგ)
სტუდენტს უფლება აქვს გააუქმოს მოცემული საგანი:
• თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო 3-ზე მეტ საგანზე (4, 5) მას შეუძლია გაუქმებული
საგნისათვის გადახდილი თანხა, მისი სურვილისამებრ, გადაიტანოს
კრედიტად შემდეგი სემესტრისთვის, ან უკან მიიღოს იგი სრულად, რეგისტრაციაში
ცვლილების შეტანიდან 1 კვირის ვადაში.
• თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 3 საგანზე, მას შეუძლია შეანაცვლოს
საგანი და აიღოს სკოლის დირექტორთან, ან პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით
ნებისმიერი პროგრამული საგანი (ძირითადი, თუ არჩევითი კურსი), რომელიც იკითხება აღნიშნულ
სემესტრში.
სწავლის დაწყების მეორე კვირას (საგანში ჩატარებული მე-2 ლექციის შემდეგ)სტუდენტს
უფლება აქვს გააუქმოს მოცემული საგანი და გაუქმებული საგნისათვის გადახდილი თანხა,
გადაიტანოს კრედიტად შემდეგი სემესტრისთვის.
თუ სტუდენტი სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში განიზრახავს აიღოს და დარეგისტრირდეს
დამატებით საგანზე, მან აღნიშნული საგნის/ების ღირებულება უნდა გადაიხადოს 5 საბანკო დღის განმავლობაში.
საგანზე დარეგისტრირებულთა შესაძლო ოდენობა
• თითოეულ საგანზე დარეგისტრირებულ მაგისტრანტთა რაოდენობა შეზღუდულია (25 კაცი)
• იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტი დროულად არ დარეგისტრირდება მისთვის
სასურველ საგანზე, მან უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ძირითადი, თუ არჩევითი კურსებიდან,
რომლებზეც დარჩება თავისუფალი ადგილი.
• თუ საგანზე დარეგისტრირების მსურველთა რიცხვი 30 კაცს აღემატება, შედგება
ორი ჯგუფი და, შესაბამისად, საგანზე დარეგისტრირებას შესძლებს 30-50 სტუდენტი