English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 
 
საუნივერსიტეტო წესდება
თავი  VII
სასწავლო-სამეცნიერო პროცესი
§ 7- § 8 
§ 7. სემესტრული გამოცდები
 
7. 1. გამოცდის მიზანი
გამოცდა წარმოადგენს სტუდენტის ცოდნის შეფასების ინსტრუმენტს. გამოცდამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა შესაბამისი კურსი.
7. 2. გამოცდის სახეები
7. 2. 1. ცალკეული კურსების გამოცდების ფორმას, მოცულობას და ხანგრძლივობას ადგენს კურსის ხელმძღვანელი (პედაგოგი) პროგრამის ხელმძღვანელთან და სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.
უნივერსიტეტში გამოცდა ტარდება ორი სახის:
   §      წერითი,
   §      შერეული – ზეპირი და წერითი ერთდროულად (ჯერ ზეპირი და შემდეგ წერითი, ან პირიქით).
   §         საკუთრივ წერითი გამოცდა უნდა მოიცავდეს სამ კომპონენტს, მაგ.:
•    ტესტი;
•    თემა (ესე);
•    განსაზღვრებები – დეფინიციები.
7. 2. 2. გამოცდის როგორც წერითი, ისე ზეპირი ნაწილისათვის, გავლილი კურსის ფარგლებში წერით ტესტს, ან თემას, თუ ზეპირი გამოკითხვისათვის საჭირო საგამოცდო ბილეთებს ამზადებს კურსის ხელმძღვანელი და ათანხმებს სკოლის დირექტორთან, ან პროგრამის ხელმძღვანელთან, რომელიც ერთი კვირით ადრე განიხილავს საგნის ლექტორებთან საგამოცდო საკითხებს და ადასტურებს საკუთარი ხე.ლმოწერით.
7. 2. 3. სწავლების მენეჯერი უფლებამოსილია გასამრავლებლად დაიტოვოს მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი საგამოცდო საკითხები.
7. 2. 4. გამოცდის ზეპირი გამოკითხვის ნაწილს სასურველია, იბარებდეს ორი პედაგოგი.  
7. 2. 5. კურსის დაწყებისთანავე ‘სილაბუსიდან» სტუდენტისათვის ცნობილი უნდა იყოს თუ როდის და რა სახით (წერითი, თუ შერეული) ჩატარდება შუალედური და დამამთავრებელი გამოცდები, ისევე როგორც გამოცდაზე დაშვების წინაპირობები.
როგორც შუალედური, ისე ფინალური გამოცდები ტარდება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში, გამოცდისათვის შესაბამის აუდიტორიაში.
7. 3. გამომცდელი:
7.3. 1. გამომცდელი არის კურსის ხელმძღვანელი (წამყვანი მასწავლებელი). გამოცდაზე დასწრების უფლება აქვს პროგრამის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს (სკოლის დირექტორს, კანცლერს).
7. 3. 2. სტუდენტური თვითმმართველობის წევრს, გამოცდაზე დასწრების უფლება აქვს გამომცდელთან წინასწარი (მინიმუმ 24 საათით ადრე) შეთანხმების საფუძველზე.
7. 3. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანცლერის ან სკოლის დირექტორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე, გამოცდაზე დასწრების უფლება შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
7. 4. სტუდენტის გამოცდაზე დაშვების წინაპირობები:
7. 4. 1. გამოცდაზე დაშვების წინაპირობები თავიდანვე უნდა იყოს ცნობილი. ეს წინაპირობაა:
•    კურსზე რეგულარული დასწრება – არა უმეტეს 5 გაცდენილი ლექციისა საგანში (15 საათი). თუ სტუდენტს აღნიშნულზე მეტი გაცდენა აქვს, მაშინ ის არ დაიშვება გამოცდაზე და ხელმეორედ იღებს საგანს. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური შემთხვევები, (იხ.  ლექციების გაცდენა.)
•    რეფერატის დაწერა/წაკითხვა, ნაშრომის მომზადება/პრეზენტაცია და სხვა. ეს ნიშნავს, იმას, რომ, თუ სტუდენტს არა აქვს ჩაბარებული რეფერატი, ან კურსის ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალება, ის არ დაიშვება გამოცდაზე.
•    სუ-ის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების პირობების დაურღვევლობა.
7. 5. გამოცდაზე არგამოცხადება/გამოტოვებული გამოცდის აღდგენა
7. .5. 1. გაცდენილი ყოველკვირეული წერითი ჩათვლის - ქვიზის აღდგენა არ ხდება. ქულის (პროცენტის) ოდენობა, რომელსაც სტუდენტი ყოველკვირეული ჩაათვლით იღებს იმდენად მცირეა, რომ თუნდაც ლექციების გაცდენის მაქსიმალურად შესაძლო შემთხვევაშიც კი (4 ლექცია ბაკალავრიატში და 7 ლექცია მაგისტრატურაში) დაკარგულ ქულებს არ შეუძლიათ სერიოზული გავლენა მოახდინონ სტუდენტის შედეგზე.
7. 5. 2. არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის, როგორც ფინალური, ისე შუალედური, აღდგენა არ ხდება. შესაბამისად, თუ სტუდენტმა არასაპატიო მიზეზით გააცდინა:
§   შუალედური გამოცდა, მას დააკლდება ქულების იმდენად მნიშვნელოვანი ოდენობა, რომ მის მიერ საგნის ჩაბარებისათვის საჭირო ქულების მოგროვების შესაძლებლობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება;
§   ფინალური გამოცდა - სტუდენტს გამოცდა ჩაუბარებლად ეთვლება და საგანი ხალახლა ექნება ასაღები.
7. 5. 3. საპატიო მიზეზის არსებობის (მაგ.: ავადმყოფობა) შემთხვევაში, გამოცდის აღდგენაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად, სტუდენტმა უნდა დაუსაბუთოს  სუ-ის სკოლის დირექტორს გაცდენის მიზეზი.
7.5.4. შუალედური გამოცდის აღდგენაზე საპატიო მიზეზის მქონე სტუდენტი დაიშვება ლექტორისა და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც ის გადაიხდის შუალედური გამოცდის აღდგენისათვის დადგენილ გადასახადს. გადასახადი დგინდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სპეციალური ბრძანებით (2006/2007 სასწავლო წლისათვის = 50 ლარს).
7.5.5. ფინალური გამოცდის აღდგენაზე საპატიო მიზეზის მქონე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ სკოლის დირექტორისა და კანცლერის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც ის გადაიხდის ფინალური გამოცდის აღდგენისათვის დადგენილ გადასახადს. გადასახადი დგინდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სპეციალური ბრძანებით (2006/2007 სასწავლო წლისათვის = 70 ლარს).
7.5.5. პროცედურა:
შუალედური გამოცდის გაცდენისას, სტუდენტი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე;
ფინალური გამოცდის გაცდენისას – კანცლერის სახელზე;
პირველ შემთხვევაში სკოლის დირექტორი ლექტორთან შეთანხმებით განიხილავს სტუდენტის თხოვნას.
მეორე შემთხვევაში კანცლერი სკოლის დირექტორთან და ლექტორთან შეთანხმებით, განიხილავს სტუდენტის განცხადებას. სტუდენტის მიერ გამოცდის გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში,  განცხადებას დაადებენ (დირექტორი, კანცლერი) სპეციალურ რეზოლუციას. მაშინ პროგრამის მენეჯერი სტუდენტს აცნობებს, რომ მან უნდა გადაიხადოს გამოცდის აღდგენისათვის დადგენილი გადასახადი და დანიშნავს გამოცდის აღდგენის დრეს, რასაც აცნობებს სტუდენტს. ამის შემდეგ მენეჯერი განცხადებას დირექტორის ან კანცლერის რეზოლუციით აგზავნის საფინანსო განყოფილებაში. საფინანსო განყოფილება, როდესაც დააფიქსირებს სტუდენტის მიერ თანხის გადახდის ფაქტს, განცხადებას საკუთარი რეზოლუციით გადასცემს სწავლების მენეჯერს. ამის საფუძველზე, სწავლებისის მენეჯერი გამოწერს ახალ უწყისს, რომელიც წარედგინება ლექტორს. თუ სტუდენტმა აღსადგენი გამოცდის დანიშნულ დღემდე არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი, გამოცდა უქმდება და ხელმეორედ აღარ დაინიშნება.
7.5.6. ლექტორს არ შეუძლია დანიშნოს გამოცდის აღდგენა სტუდენტის მიერ აღნიშნული პროცედურის გავლის გარეშე და სტუდენტის მიერ მისთვის ახალი უწყისის წარდგენის გარეშე!
7.5.7. გამოცდის აღდგენაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ ერთხელ.
გამოცდის აღდგენაზე წარუმატებლობის შემთხვევაში:
სტუდენტი თავიდან იღებს საგანს და იხდის ამ საგნის სწავლების საფასურს (ერთი საგნის სწავლების საფასური დაიანგარიშება მიმდინარე სასწავლო წლის საფასურის (და არა კონტრაქტში აღნიშნული საფასურის) ფარდობით იმავე წლის საგნების რაოდენობასთან (იხ. 5.3.8.)
7. 5. 8. რეკომენდაცია: თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ხელმეორედ ასაღებ საგანში გაზრდილი გადასახადის გადახდა, ნუ გადადებთ საგნის ხელმეორედ აღებას ხანგრძლივი დროით. რაც უფრო მეტი დრო გავა (2-3 წელი), მით უფრო იზრდება შანსი გაიზარდოს პროგრამის ღირებულება და, შესაბამისად, საგნის საფასურიც.
7. 6. გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა, შედეგების გაყალბება
7. 6. 1. გამოცდის ნორმალური მიმდინარეობისათვის ხელის შეშლის ან გაყალბების მცდელობის შემთხვევაში, სტუდენტს გამოცდა ჩაუბარებლად ეთვლება.
7. 7. პროტესტი
7. 7. 1. გამოცდის შედეგებით/მიმდინარეობით უკმაყოფილების ან მასთან დაკავშირებული სხვა პრეტენზიის არსებობის  შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია მიმართოს სკოლის დირექტორს კომისიისათვის გამოცდის ჩაბარების თხოვნით.
7. 7. 2. ერთი კვირის განმავლობაში საგნის ლექტორი და სკოლის დირექტორი ათანხმებენ საკითხს კანცლერთან და კანცლერი იღებს გადაწყვეტილებას დაკმაყოფილდეს თუ არა სტუდენტის საჩივარი.
7. 8. საგნის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი
7. 8. 1. საგნის ჩაბარების შემდეგ (ფინალური გამოცდის შემდეგ) კურსის ხელმძღვანელი ავსებს შესაბამის საბუთს (უწყისს), სადაც ჩამოწერილია მთელი სემესტრის შედეგები (ქვიზები, შუალედური გამოცდები, ფინალური გამოცდა, პრეზენტაცია) და ამ ქულებსა და შესაბამის შეფასებას (A, A+, B, და ა. შ. ) ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
7. 9. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება
7. 9. 1. ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ, დგინდება სტუდენტების რეიტინგი და მიღებული შედეგები გამოქვეყნდება (განთავსდება ვებ-გვერდზე, ჩამოიკიდება III სართულის დერეფანში სპეციალურ დაფაზე).
7. 9. 2. შედეგების გამოქვეყნებისას დაიწერება სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი და არა მისი გვარი.
   §         პირველი ხუთი უძლიერესი სტუდენტი სარგებლობს უპირატესობით სხვებთან შედარებით სტაჟირებების, დასაქმების, თუ სხვა მიმართულებით.
   §         პირველი ოთხი უძლიერესი სტუდენტი ჯილდოვდება ფულადი პრემიით.
 
 
§ 8. შეფასების სისტემა
 
8. 1. შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%.
8. 2. საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია: ბაკალავრებისათვის 60; მაგისტრანტებისათვის – 70 ქულა.
8. 3. სტუდენტის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ მის  მიერ უშუალოდ დამამთავრებელ გამოცდაზე მიღწეული წარმატება, არამედ მთელი კურსის დროს ნაჩვენები შედეგები. ეს არ ვრცელდება ფინალურ გამოცდაში ჩაჭრის შემთხვევებზე (იხ. აქვე 14. 3. 3.).
8. 4. ფინალური გამოცდა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით.
სტუდენტ-მაგისტრანტს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 70% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 35 ქულა მიჩნეულია 100%-ად, 35-ის 70% = 24,5 დამრგვალებულად – 24 ქულა).
• სტუდენტ-ბაკალავრს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ ფინალურ გამოცდაზე მან ვერ გადალახა 60% (ამ შემთხვევაში ფინალური გამოცდის 30 ქულა მიჩნეულია 100%-ად 30-ის 60%= 18 ქულას).
• სტუდენტს (მაგისტრანტს, ბაკალავრს) ფინალურ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, საგანი ხელახლა აქვს ასაღები მაშინაც კი, როდესაც მას ფინალურ გამოცდაში მიღებული ქულებით (მაგ, მაგისტრატურაში - 24 ქულა 35 შესაძლებლობიდან; ბაკალავრიატში – 18 ქულა 30 შესაძლებლობიდან) შუალედურის, პრეზენტაციის და წერითი ჩათვლების (ქვიზები) ქულების ჯამთან ერთად უგროვდება გამსვლელი (70 მაგისტრატურაში, 60 ბაკალავრიატში) ქულა ან მეტი!
• სტუდენტი დარჩენილი საგნის ხელმეორედ აღებისას იხდის საგნის იმ ღირებულებას რაც არის დადგენილი საგნის ხელმეორედ აღების პერიოდისათვის.
8. 5. სტუდენტის შეფასებისათვის სუ-ში გამოიყენება ერთიანი საუნივერსიტეტო მოდელი. კურსის შეფასების განსხვავებული მოდელის არსებობის შემთხვევაში, ის შეთანხმებული უნდა იყოს, როგორც სკოლის დირექტორთან, ისე სუ-ის კანცლერთან.
8. 6. სუ- შეფასების მოდელი მაგისტრანტებისათვის:
1. სალექციო გამოკითხვა – წერითი ჩათვლები (ქვიზები)   15 ქულა / 20%
2. შუალედური გამოცდა  (ზეპირი, ან წერითი)                     25 ქულა / 25%
3. წერითი/ზეპირი რეფერატი, პრეზენტაცია, ან სხვა
კურსის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ დადგენილი
პროფესიული აქტივობა                                                                  25 ქულა / 15%
4. დამამთავრებელი (ფინალური) გამოცდა                                 35 ქულა / 35%
 
GPA კოეფიციენტი
შეფასება
ქულა
4,0
A+
97%-100%
3,75
A
94%-96%
3,5
A-
90%-93%
3,25
B+
87%-89%
3.0
B
84%-86%
2.75
B-
80%-83%
2.5
C+
77%-79%
2,25
C
74%-76%
2,0
C-
70%-73%
 
D
66%-69%
 
D-
60%-65%
 
E
51%-59%
 
F
<51%

 

 

 

 

 

 

 

 A+,  A,  A-                    =  ფრიადი;  

B+ , B, B-                       = კარგი
C+, C, C-                        = დამაკმაყოფილებელი
D, D-, E, F                      =  არადამაკმაყოფილებელი
 
8. 6. 1. ლექტორისა და სტუდენტის საყურადღებოდ. ათეულები მრგვალდება შემდეგი პრინციპით: ხუთ და ხუთს ქვევით სიმცირისაკენ, ექვსი და ზევით მეტობით, მაგ.: 65,5 (4,3,2,1,) იქნება 65; 65,6 (7,8,9) – 66.
8. 6. 2. «D», «E» და «F» შეფასების მიღების შემთხვევაში: სტუდენტი-მაგისტრანტი ხელახლა იღებს საგანს. საგნის ხელახლა აღების შემთხვევაში, სტუდენტი იხდის საგნის იმ ღირებულებას, რომელიც არის დადგენილი უნივერსიტეტში საგნის ხელახლა აღების მომენტისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ პროგრამისა და, შესაბამისად, საგნების ღირებულება, რომელიც დადგენილია უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის დადებული კონტრაქტით, ითვალისწინებს მხოლოდ პროგრამით განსაზღვრული საგნების რაოდენობას და არა სტუდენტის მიერ ჩაგდებულ და ხელახლა ასაღებ საგნებს!
8. 6. 2.  თუ «D», «E»  და «F» შეფასება, ლექტორის აზრით, გამოწვეულია სტუდენტის მიერ ინგლისური ენის არასათანადო ცოდნით, ანუ ლექტორი დარწმუნებულია, რომ სტუდენტისათვის საგნის სათანადო დონეზე ათვისებაში ხელის შემშლელი იყო სწორედ გარკვეული ენობრივი ბარიერი, ასეთი სტუდენტი დროებით გამოეთიშება სამაგისტრო სასწავლო პროგრამას და ერთი სემეტრით გადაყვანილ იქნება ინგლისური ენის გასაძლიერებელ ჯგუფში. ბუნებრივია, სტუდენტი იხდის ენის კურსის იმ გადასახადს, რომელიც ენების სკოლაში დადგენილია მსგავსი შემთხვევებისათვის. ერთი სემესტრის გავლისა და ინგლისურ ენაში ფინალური გამოცდის წარმაატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი-მაგისტრანტი უბრუნდება სასწავლო პროგრამას.
ასეთ შემთხვევაში, ჩაგდებულ საგანს ის იხდის იმ ნიხრით, რომელიც არის საგნის ხელახლა აღების მომენტისათვის, მაგრამ მთლიანად პროგრამას აგრძელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით.
8. 7. სუ- შეფასების მოდელი ბაკალავრებისათვის:
1.  სალექციო გამოკითხვა – წერითი ჩათვლები (ქვიზები)   20  ქულა / 20%
2.  შუალედური გამოცდა                                                                  20 ქულა / 25%
3.  შუალედური გამოცდა                                                                  20  ქულა / 25%
4.  დამამთავრებელი გამოცდა                                                        30  ქულა / 30%
5. წერითი რეფერატი – პრეზენტაცია                                          10 ქულა / 10%
 

GPA      კოეფიციენტი
შეფასება
ქულა
4,0
A+
97%-100%
3,75
A
94%-96%
3,5
A-
90%-93%
3,25
B+
87%-89%
3.0
B
84%-86%
2.75
B-
80%-83%
2.5
C+
77%-79%
2,25
C
74%-76%
2,0
C-
70%-73%
1,5
D
66%-69%
1
D-
60%-65%
 
E
51%-59%
 
F
<51%

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 A+,  A,  A-                    =  ფრიადს
B+ , B,   B-                    = კარგი
C+, C,   C-                    =  დამაკმაყოფილებელი
D, D-                             = პირობითად დამაკმაყოფილებელი
E                                    = არადამაკმაყოფილებელი
F                                    = ცუდი
 
8. 7. 1. « D» შეფასება, ანუ პირობითად დამაკმაყოფილებელი ნიშნავს, რომ:
სტუდენტს გამოცდები ჩაბარებულად ეთვლება, თუ მის მიერ სემესტრში საგნებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული არ არის ნაკლები 70-ზე. (მაგ.: სემესტრში 5 საგნის ქულების ჯამი – 350 : 5 = 70)                                                        
თუ საშუალო არითმეტიკული ნაკლებია 70-ზე (GPA კოეფიციენტიის მიხედვით 2-ზე), სტუდენტს საერთო მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად ეძლევა უფლება იმ საგნებიდან, რომლებშიც მიღებული აქვს შეფასება “D»,  ერთი ან მეტი აიღოს ხელახლა.
 
8. 7. 2. კურსი დახურულად ითვლება, თუ სტუდენტს სასწავლო წლის ბოლოს მიღებული აქვს ორივე სემესტრში საშუალო არითმეტიკული - 70%  (GPA საშუალო კოეფიციენტი -2)
 
8. 7. 3. თუ სტუდენტი 4 სემესტრის განმავლობაში ვერ აგროვებს 70%, ის გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
 
8. 7. 4. « E»  = არადამაკმაყოფილებელი.
საგანში « E»   შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტი-ბაკალავრი ხელახლა იღებს საგანს.
 
8. 7. 5. საგანში «F»  შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტი ხელახლა იღებს საგანს, მაგრამ, თუ მას წელიწადში F»  შეფასება დაუგროვდება მინიმუმ სამ საგანში ის გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
 
8. 8. თუ სტუდენტმა დარჩენილი საგნის ხელმეორედ აღება გადაწყვიტა რამდენიმე (2, 3) წლის შემდეგ, ის საგნის ღირებულებას იხდის იმ საფასურით რაც არის დადგენილი საგნის ხელმეორედ აღების პერიოდისათვის. კონტრაქტით საბაკალავრო (სამაგისტრო) პროგრამის დასრულებამდე სტუდენტისათვის სწავლის თანხის არ გაზრდა არ გულისხმობს დარჩენილ და ხელმეორედ  აღებულ საგნებს.

 

საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით