საქართველოს უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის წესდება 
 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება
 
ბიბლიოთეკა პირველ რიგში განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა მოხმარე-ბისთვის.
 
იმისათვის რომ ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით და გამოვიწეროთ წიგნი, ამისათვის უნდა დავაკმაყო-ფილოთ ორი პირობა:
• წიგნს უნდა ჰკონდეს მინიჭებული შტრიხკოდი და  უნდა იყოს აღრიცხული;
• ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველი პიროვნება უნდა იყოს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებული.
 
გაწევრიანება სტუდენტებისათვის:
გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც. გაწევრიანების ერთჯერად გადასახადს ყოველი ახალი წლისათვის (ანუ იმ წლის მიღების სტუდენტებისათვის) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი საიდენტიფიკაციო ბარათით.
 
ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ  სტუდენტები რომლებსაც არ ექნებათ საიდენტიფ-იკაციო ბარათი.
 
გაწევრიანება უნივესიტეტის კურსდამთავრებულებისა და გარეშე პირებისათვის
 
უნივესიტეტის კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც გარეშე პირებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, აქვთ უფლება შეიძინონ საბიბლიოთეკო ბარათები.
 
საბიბლიოთეკო ბარათები.
 
ბარათის ღირებულება – 1 წლით სარგებლობის ვადით – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა, ან საუნივერსიტეტო კავშირის (საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის) წევრებისათვის 2-ჯერ უფრო იაფია გარეშე პირებთან შედარებით. 
 
ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის საბიბლიოთეკო ბარათის ფასი გადასინჯვას ექვემდებარება და ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასი მტკიცდება სპეციალური ცირკულიარით, რომლის ასლი დევს ბიბლიოთეკართან.
 
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით სარგებლობა და საბიბლიოთეკო ბარათის მოხმარების წესი
 
ვინაიდან ბიბლიოთეკაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში გარეშე პირებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ უნივერსიტეტის კურს-დამთავრებულებს.
 
საბიბლიოთეკო ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირის მიერ. ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება ბარათების ჩამორთმევა. აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლის, სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ; საბიბლიოთეკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში. ამის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის გამგეს.
 
მასალების (ასლების) შეკვეთა
 
პროცედურა: სტუდენტი ავსებს სათანადო ფორმას და უტოვებს ბიბლიოთეკარს. ბიბლიოთეკარი აგროვებს დღის განმავლობაში შეკვეთებს და დღის ბოლოს, თავის მხრივ, აძლევს შეკვეთას ქსეროქსის განყოფილებას. ქსეროქსის განყოფილება მასალის დაქსეროქსებას იწყებს შემდგომი დღიდან. სტუდენტი გამრავლებული მასალის ასაღებად მიმართავს მეორე ან მესამე დღეს უკვე ქსეროქსის განყოფილებას.
 
წიგნების გატანა და დაბრუნება
 
 ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა
წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარის სახით ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სარგებლობისათვის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს წიგნი მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი. 
სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუ კი ასეთი არსებობს.
 
ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნების ვადები და ვადის დარღვევის შემთხვევები
ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ერთი კვირით.
სალექციო მასალები, ჟურნალები, წიგნები და სხვა მსგავსი, რომელიც ლექტორს დაჯავშნული აქვს ლექციისათვის და განკუთვნილია იმ სემესტრში სტუდენტების მოხმარებისთვის, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24 სთ-ით.
 
გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთი კვირის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ერთი კვირის ვადით), იმ შემთხვევაში, თუ კი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
 
თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვერ დააბრუნეთ წიგნი ბიბლიოთეკაში საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას გადაცდენის მიზეზი და განსაკუთრებულ შემთხვევაში (წიგნს ითხოვს სხვა მკითხველი, თქვენ კი ავად გახდით), ბიბლიოთეკა თვითონ უზრუნველყოფს წიგნის დაბრუნებას.
წიგნის დროულად არ დაბრუნებისა და  ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის - 5 ლარის ოდენობით. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ (მთლიანობაში წიგნი მკითხველთან შეიძლება დარჩეს 21 დღე: 7 დღე გატანის ვადა და 14 დღე ორჯერ გაგრძელების ვადა.
 
გატანილი მასალის უკან მოთხოვნა
ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს წიგნის თუ ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის  - 5 ლარის ოდენობით.
 
გატანილი მასალის ან წიგნის დაკარგვა
გატანილი მასალისა და წიგნის დაკარგვის შემთხვევაში დამკარგავი იხდის ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.
 
წიგნის გატანის უფლების აკრძალვა
ბიბლიოთეკარს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი. ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.
 
 ბიბლიოთეკაში ქცევის წესები
 
სტუდენტებისადმი თხოვნაა, ბიბლიოთეკის სათანადო მუშაობისთვის და უნივერსიტეტის კეთილ-დღეობისთვის, გაითვალისწინონ შემდეგი:
•  წიგნის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად წიგნის თაროზე დადება, წიგნი უნდა დაუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: წიგნს აქვს სპეციალური ნომერი, და ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.
•  წიგნის თქვენთვის გადანახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართეთ ბიბლიოთეკარს.
• სტუდენტებს არ აქვთ უფლება ისადილონ ბიბლიოთეკაში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამო-სხმული წყლის ან სასმელის თან ქონა.
 
ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია :
დაუშვებელია:
 
• მოწევა,
• ხმაური და საუბარი.
• მობილური ტელეფონების გამოყენება.
• წიგნის არასწორად  დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელის შეშლის მიზნით
• წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.
 
აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება სტუდენტის და, საერთოდ, აბონენტისათვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება და ჯარიმა, რომელსაც აბონენტი გადაიხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული სასწავლო წლისათვის დადგენილი ტარიფებით.  
 
დაჯარიმებული პირი, რომელსაც იმავდროულად ჩამოერთმევა ბიბლიოთეკის წევრობის უფლება, წევრობის აღდგენის შემთხვევაში, ხელახლა იხდის საიდენტიფიკაციო ბარათის (ან საბიბლიოთეკო ბარათის – გარეშე პირები)  გადასახადს.
 
ბრალეულობის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება დაზიანებული მასალის ფულადი ღირებულება: დამზიანებელი, ან დაუკითხავად წიგნის წამღები იხადის ჯარიმას 200 ლარის ოდე-ნობით.
 
 წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობასა, თუ დაზიანებაში ხელმეორედ შემჩნეული პიროვნება გაირიცხება უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტი არ უბრუნებს გარიცხულ სტუდენტს სწავლის საფასურს.