ისტორია
 
საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ისევე როგორც თვით უნივერსიტეტი, წარმოიშვა და არსებობს 2004 წლიდან. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თავდაპირველად შეიქმნა დამფუძნებელთა  შემოწირულობის საფუძველზე. უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიული ალასანიამ  ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა საკუთარი საოჯახო ბიბლიოთეკის ერთი ნაწილი; იმავე პერიოდში პროფესორმა  მანანა სანაძემ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა 600, მისმა მეუღლემ მერაბ თოფურიამ 800, ხოლო  ძმამ  ვლადიმერ სანაძემ  200 წიგნზე მეტი.
 
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებაში დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: თამაზ ბერაძემ, მაია ჩხატარაიშვილმა, უნივერსიტეტის  კანცლერმა, ამერიკელმა პროფესორმა ედუარდ რაუპმა, აგრეთვე  კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორმა  ვირჯინია ნორდონმა, ლენსელოტ ფლეტჩერმა, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ბიბლიოთეკა 3000 წიგნის ელექტრონული ვერსიის ჩუქებით გაამდიდრა.
 
ამავე 2004-2007 წლებში ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება, ბუნებრივია, შესყიდვის გზითაც ხდებოდა. ამჟამად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 15 000 აღემატება.
 
დღეისათვის ბიბლიოთეკას აქვს  უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები, ყველა იმ საგანში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამებით იკითხება.  ეს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და გაიღრმავონ ცოდნა უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაუსვლელად.