კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა
(Cambride University Press)
ამჟამად კემბრიჯის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბაზრისათვის 220-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემს, რომლებიც მთელს მსოფლიოში ვრცელდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით. ჟურნალებში სხვადასხვა დარგში ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგებია თავმოყრილი.
კ უ გ არაკომერციული გამომცემლობაა, და ქვეყნად სხვადასხვა დარგის ცოდნის გავრცელებას ისახავს მიზნად. ჩვენ თითქმის 200 წლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა ჟურნალების გამოცემის საქმეში, და ამჟამად 220-ზე მეტ ჟურნალს გამოვცემთ, ხოლო
კვლევით ინსტიტუტებში მათი გავრცელების მიზნით, გამომცემლობა არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
კ უ გ-ს ერთგულება ცოდნის გავრცელების პრინციპისადმი აშკარა ხდება თავად ჩვენი ჟურნალებიდან, კვირაში 7 დღისა და დღეღამეში 24 საათის განმავლობაში.
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა მეფე ჰენრი VIII მიერ დაარდა 1534 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სამეფო ქარტიის საფუძველზე. ეს მსოფლიოში უძველესი სტამბა და გამომცემლობაა, 1584 წლიდან უწყვეტლივ მოქმედებს და სამეცნიერო ლიტერატურის ერთი უმსხვილესი გამომცემელთაგანია.
კ უ გ-ის მიზანია სწავლის, ცოდნისა და კვლევის გავრცელებაში დაეხმაროს უნივერსიტეტს.
სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა: კემბრიჯი სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი გამომცემელია მსოფლიოში; განთქმულია ჟურნალებით, სახელმძღვანელოებით, მონოგრაფიებით და პრაქტიკული რჩევების კრებულებით _ ფინანსების, მედიცინის, სამართლის, იურისპრუდენციისა თუ მხატვრული ლიტერატურის სფეროში. კემბრიჯის სამეცნიერო გამოცემები წელიწადში 200 ჟურნალს და დაახლოებით 1200 ახალ წიგნს მოითვლის.
კ უ გ.-ს გამოცემებით სარგებლობისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:
* შეგიძლიათ მოიძიოთ ჟურნალები თემისა დასახელების მიხედვით.
* აირჩიოთ პროგრამული ძიება და ეძიოთ ავტორის, წლის, ნომრის, ტომის, გვერდის მიხედვით.
|