საქართველოს უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისაგან
საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ სტუდენტების წახალისების მიზნით სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბიბლიოთეკაში გრძელდება კონკურსები:
1. სუ ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მკითხველი
2. ბიბლიოთეკის ყველაზე ხშირი მკითხველი.
მკითხველების დასწრების და აქტიურობის სიხშირე აღირიცხება ყოველდღიურად სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში, სასწავლო წლის ბოლოს კი შეჯამდება მონაცემები და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება.
ყურადღება! ბაზაში შედის მხოლოდ წიგნადი ფონდის აღრიცხვა, ინტერნეტის მოხმარება კონკურსში მონაწილეობის მიღებად არ ითვლება!
გისურვებთ წარმატებებს!
|