| |
 |
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი - ნატო ჩიხლაძე
სამსახურის ტელ.: (+995 32) 36 46 65 (შიდა 34)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
საოფისე საათები: 08:30 – 17:30 ფაქსი: (+995 32) 36 53 80
მოგესალმებით საბაკალავრო სწავლების მენეჯერი!
გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, თქვენთვის საჭირო ცოდნის შეძენას და საბაკალავრო სწავლების წარმატებით დასრულებას. ამისთვის სერიოზული მუშაობის და მეცადინეობის გარდა საჭიროა სტუდენტი-ბაკალავრი კარგად იცნობდეს უნივერსიტეტში დამკვიდრებულ ქცევის წესებს, სტუდენტის ღირსების კოდექსს და საბაკალავრო შეფასების სისტემას.
რა შემთხვევაში მიმართავთ საბაკალავრო სწავლების მენეჯერს?
რა უნდა ვაცნობოთ საბაკალავრო სწავლების მენეჯერს დაუყოვნებლივ:
- საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შეცვლა
- მუდმივი/დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
- სახელის და/ან გვარის შეცვლა
სტუდენტის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებულ იქნება საუნივერსიტეტო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, რაც არ ანთავისუფლებს სტუდენტს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენისაგან.
სტუდენტი-ბაკალავრების უნივერსიტეტში მიღება-რეგისტრაცია Δ
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი წარმართავს ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხული ბაკალავრების მიღებას.
მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან საქართველოს უნივერსიტეტში მათ უნდა:
- შემოიტანონ საბუთები
- დარეგისტრირდნენ სასწავლო წელზე
- გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან
საბუთების შემოტანა:
სუ-ში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს:
- ეროვნული გამოცდების ცენტრის სერთიფიკატი,
- სკოლის ატესტატი - დედანი,
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა – ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) - ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3X4;
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
შეავსოს:
სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია.
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
- ბაკალავრისათვის სასწავლო წელზე დარეგისტრირება გულისხმობს: სწავლის საფასურის გადახდას ერთიანად მთელი წლისათვის. სტუდენტი-ბაკალავრი რეგისტრირდება ერთხელ, სასწავლო წლის დაწყების წინ და რეგისტრირდება მთელ სასწავლო წელზე.
სასწავლო წელზე დარეგისტრირება უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში:
- პირველი კურსის ბაკალავრებისათვის (ანუ ახლადჩარიცხულებისათვის) დარეგისტრირების ვადებია:
15-22 სექტემბერი; ბოლო ვადაა 22.09
- უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მოსწავლე II, III და IV კურსის ბაკალავრებისათვის დარეგისტრირების ვადებია:
25. 05 – 15. 06. ბოლო ვადაა –15 ივნისი.
- ბაკალავრები, რომლებიც იღებენ საზაფხულო სემესტრს (ივნისი-ივლისი), ზაფხულის სემესტრისათვის რეგისტრირდებიან:
15. 05 – 30. 05, ბოლო ვადაა – 30 მაისი; ზაფხულის სემესტრის ამღები სტუდენტები ახალ სასწავლო წელზე (შემოდგომა-გაზაფხულის სემესტრი) რეგისტრირდებიან არა უგვიანეს 20. 07, ანუ 20 ივლისი.
სარეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისათვის
ჯარიმები
- დარეგისტრირების ვადის გადახდის ერთი დღით გადაცილებასაც კი მოსდევს ჯარიმა. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში ჯარიმა შეადგენს: ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს, რაც 6 კვირის თავზე იქცევა წლიური გადასახადის 6%-ად (ბაკალავრისათვის წლიურ გადასახადად ითვლება 10 საგნის (60 კრედიტის) ის ღირებულება, რომელიც მისი კონტრაქტითაა განსაზღვრული.
მაგ.: თუ 10 საგნის ღირებულებაა 5000 ლარი, ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტს გადასახდელი ექნება 50 ლარი, რაც 10 კვირის თავზე გაუტოლდება 500 ლარს
- სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი: ლექციებზე, შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე არ დაშვება ...
აგრეთვე სასჯელის უკიდურესი ზომა - კონტრაქტის გაუქმება და სასწავლებლიდან გარიცხვა.
- განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.
სტუდენტი-ბაკალავრი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
(კონტრაქტს).უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს შესაბამისი სასწავლო მენეჯერის ოფისში.
- ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის საბაკალავრო სწავლების განმავლობაში. შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს.
- განსაკუთრებული შემთხვევებზე, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
ბაკალავრიატში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
- სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 2/3, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
- სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 1/2, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
- სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან 6 კვირის, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარების შემდეგ, გადასახადი არ უნაზღაურდება.
- უნივერსიტეტი რიცხავს სტუდენტ-ბაკალავრს და აუქმებს მასთან კონტრაქტს ამ უკანასკნელის აკადემიური მოუსწრებლობის გამო (არადამაკმაყოფილებელი - 51% ზე ნაკლები სამ საგანში ერთი სასწავლო წლის ან სემესტრის განმავლობაში, და დანაჩენი 7 საგნიდან 4 საგანში (ან დანარჩენი 2 საგნიდან, თუ საუბარია სემესტრზე, ორივეში) მაინც თუ არა აქვს 80 %-ზე მეტი.)
- სტუდენტებს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს კონტრაქტს მათი აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.
ზოგადი დებულებები
- სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც საბაკალავრო სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტისგან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
- გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
- უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად - არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
სტუდენტის უნივერსიტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევები Δ
- სტუდენტს, რომელიც დაფარავს დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას (დავალიანების ჯარიმა შეესაბამება დავალიანების მეათედს), მისი სურვილის შესაბამისად, შესაძლოა აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში ის არ გაივლის ხელახლა მისაღებ გამოცდებს, თუმცა მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
- სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
- სტუდენტს უფლება აქვს ავადყოფობის ან სხვა მიზეზის გამო აიღოს აკადემიური შვებულება. აკადემიური შვებულება სტუდენტმა შეიძლება აიღოს სემესტრულად – არა უმეტეს 4 სემესტრისა, ანუ ჯამური 2 სასწავლო წლისა.
- აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური ასანაზღაურებელი ექნება იმ პერიოდისათვის მოქმედი ტარიფებით.
- სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტიდან და რომელთანაც უნივერსიტეტი წყვეტს კონტრაქტს აკადემიური მოუსწრებლობის გამო, აქვს უფლება ერთჯერადად მიმართოს განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რათა მიეცეს უფლება სასწავლო წლის განმეორების, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან განმეორებით აიღებს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს ახალ კონტრაქტს, სწავლის იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის განახლების პერიოდისათვის.
ბაკალავრ-სტუდენტთა მობილობის წარმართვა
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი (შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით) წარმართავს სტუდენტ-ბაკალავრთა მობილობას
სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. ამისათვის საბაკალავრო სწავლების მენეჯერი სააკრედიტაციო სამსახურში განსაზღვრულ ვადებში აგზავნის ცნობას და მასალას საუნივერსიტეტო ვაკანსიების თაობაზე, განათავსებს ინფორმაციას საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე.
პროცედურა:
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე ნახავს ინფორმაციას ვაკანსიების თაობაზე, მიმარათავს უნივერსიტეტის იმ სკოლის დირექტორს, რომლის სკოლაში არის ვაკანსია და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადმოსვლის შესახებ;
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი წარუდგენს სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას საბაკალავრო სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში წარმართავს გადმოსვლის პროცესს:
- სწავლების მენეჯერი ქმნის გადმოსვლის კომისიას, რომელშიც შედიან იმ სკოლების დირექტორები, სადაც ხდება სტუდენტთა გადმოსვლა;
- გადმოსვლის მსურველთა ”ისტორიებს” აგზავნის სააკრედიტაციო სამსახურში; სკოლის დირექტორთან ერთად აკონტროლებს და აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების პროგრამის, კრედიტებისა და განვლილი საგნების შესაბამისობას,
- ხელმძღვანელობს გადმოსვლის მსურველთა საუნივერსიტეტო ტესტირებას;
- უძღვება უნივერსიტეტში მათ ჩარიცხვას.
- გადმოსვლის პროცესის დასაწყებისას, თუ სტუდენტს დახურული არ აქვს იმ სასწავლებელში, საიდანაც გადმოდის, სასწავლო წელი ან სემესტრი, ანუ, დარჩენილი აქვს დავალიანება (ჩავარდნილი საგნის სახით), ასეთი სტუდენტი აღნიშნულ საგნებს გაივლის სუ-ში გადმოსვლის შემდეგ, იმ სემესტრში და იმ სტუდენტებთან ერთად რომლებსაც და როდესაც აქვთ გრაფიკით აღნიშნული საგანი.
პროცედურა:
გადასვლის მოსურნე სტუდენტი მიმარათავს თავისი სკოლის დირექტორს და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადასვლის შესახებ;
გადასვლის მოსურნე სტუდენტი სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას წარუდგენს საბაკალავრო სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ეხმარება სტუდენტს გადასვლის პროცესის ტექნიკური თვალსაზრისით სწორად წარმართავაში;
გადასვლა სხვა უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
სტუდენტთა შიდა მოძრაობა (ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა)
პროცედურა:
ერთი სკოლიდან (ფაკულტეტიდან) მეორე სკოლაში გადასვლის მოსურნე სტუდენტი იღებს წერილობით თანხმობას თავისი სკოლის დირექტორისაგან, ისევე, როგორც იმ სკოლის დირექტორისაგან, რომელ სკოლაშიც სურს გადასვლა და წარუდგენს სწავლების მენეჯერს.
სწავლების მენეჯერი სკოლის დირექტორთან ერთად ამოწმებს: პროგრამების და ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების შესაბამისობას.
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი გასცემს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელ მოწმობებს, სამხედრო ან სხვა ტიპის ცნობებს.
ყველა სტუდენტს რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათშიც. სტუდენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და ა. შ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
სტუდენტები ვალდებულნი არიან თან ატარონ საიდენტიფიკაციო ბარათი და წარადგინონ ისინი უნივერსიტეტის თანამშრომლების (ძირითადად დაცვის თანამშრომლების) მოთხოვნისას.
უნივერსიტეტში, ინფორმაციულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაში შესასვლელად საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის ჩვენება, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ბარათის აღებისას ფიქსირდება სტუდენტის ბიბლიოთეკისა თუ ცენტრის წევრობა.
საიდენტიფიკაციო ბარათი უფასოა. იგი სტუდენტს ეძლევა სწავლის დაწყებისთანავე 1 კვირის გადაში. საიდენტიფიკაციო ბარათი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული მომსახურეობით: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ცენტრებით, სპორტული დარბაზით, სპორტული მოედნებითა და სხვა.
საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სწავლების მენეჯერს. ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება «მწვანე» დროებით საშვი 1 კვირის ვადით. სტუდენტი ვალდებულია აღადგინოს საინდიფიკაციო ბარათი და გადაიხადოს ჯარიმა 15 ლარის ოდენობით.
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი გასცემს უნივერსიტეტში სწავლის დამადსტურებელ მოწმობებს, სამხედრო ან სხვა ტიპის ცნობებს.
|