English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 
   უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერი - ნათია სამსონიშვილი
ელექტრონული ფოსტა: n.samsonishvili@ug.edu.ge
სამსახ. ტელ.: (+995 32) 36 46 65 (შიდა 39)
ფაქსი: (+995 32) 36 53 80
საოფისე საათები: 10:00 – 18:00
   
 
 
მოგესალმებით ყველას!
 
მოხარული ვარ, რომ დაინტერესდით უმაღლესი პროფესიული პროგრამებით, რომელსაც წელს პირველად გთავაზობთ საქართველოს უნივერსიტეტი.  იმედი მაქვს ეს პროგრამებიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
 
თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, ვინაიდან
 
• საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ საქართველოს შრომით ბაზარზე დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს;
• ჩვენი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ უმოკლეს ვადაში (2-2,5 წელიწადში) დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას, არამედ, სურვილის შემთხვევაში,  სწავლა გააგრძელოთ ბაკალავრიატში, თქვენს მიერ არჩეული პროფესიის შესაბამის ფაკულტეტზე ;
• ჩვენი უნივერსიტეტი შეგიქმნით საუკეთესო პირობებს (ტექნიკურს/აკადემიურს) თქვენს მიერ არჩეული პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად.
  
ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ყურადღებით გაეცნოთ საქართველოს უნივერსიტეტში დამკვიდრებულ ქცევის წესებს, სტუდენტის ღირსების კოდექსს და უმაღლესი პროფესიული პროგრამების შეფასების სისტემას.
 
გისურვებთ წარმატებას!
 
 
 რა შემთხვევაში მიმართავთ უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერს?
 
უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერს მივმართავთ, როცა გვინდა:
 
  
რა უნდა ვაცნობოთ დაუყოვნებლივ უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერს:
• საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შეცვლა
• მუდმივი/დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
• სახელის და/ან გვარის შეცვლა
 
  
უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერი წარმართავს ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხული უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტების მიღებას.
 
მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან სუ-ში მათ უნდა:
 
• შემოიტანონ სუ-ში საბუთები
• დარეგისტრირდნენ სასწავლო წელზე
• გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან
 
საბუთების შემოტანა:
სუ-ში უმაღლეს პროფესიულ  პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია
 
წარმოადგინოს:
• სკოლის ატესტატი - დედანი,
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა – ასლი,
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) - ასლი;
• 2 ფოტოსურათი 3X4;
• ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
 
შეავსოს:
სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია.
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
 
სარეგისტრაციო პროცედურა
• სასწავლო წელზე დარეგისტრირება უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტთათვის გულისხმობს:
სწავლის საფასურის გადახდას ერთიანად მთელი წლისათვის, მაგრამ 2007 წლის შემოდგომის მიღების პროფესიული სწავლების სტუდენტებს I (2007-2008) სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდის საშუალებას უნივერსიტეტი აძლევს 2 ეტაპად: I ეტაპი 12 ნოემბრამდე, ანუ სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და  II ეტაპი- 2007 წლის 15 დეკემბრამდე. უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტი რეგისტრირდება ერთხელ, სასწავლო წლის დაწყების წინ და რეგისტრირდება მთელ სასწავლო წელზე.
 
სასწავლო წელზე დარეგისტრირება უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში:
• ვინაიდან, პროფესიული სწავლების სტუდენტებმა 2007 წელს სწავლა დაიწყეს დაგვიანებით -12 ნოემბერს და, შესაბამისად, სასწავლო წელს დაასრულებენ 2008 წლის 6/7 ივლისს, მათი დარეგისტრირება მომდევნო 2008-2009 სასწავლო წელზე უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო წესდებით ზოგადად ზაფხულის სემესტრის სტუდენტებისათვის განსაზღვრულ ვადებში: 15.07 – 20.07. ანუ არა უგვიანეს 2008 წლის ივლისისა.
 
ჯარიმები
• დარეგისტრირების ვადის გადახდის ერთი დღით გადაცილებასაც კი მოსდევს ჯარიმა.: რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან პირველი 10 კვირის განმავლობაში ჯარიმა შეადგენს: ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს, რაც 10 კვირის თავზე იქცევა წლიური გადასახადის 10%-ად ( წლიურ გადასახადად ითვლება 10 საგნის (60 კრედიტის) ის ღირებულება, რომელიც მისი კონტრაქტითაა განსაზღვრული. მაგ.: თუ 10 საგნის ღირებულებაა 3000 ლარი, ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტს გადასახდელი ექნება 30 ლარი, რაც 10 კვირის თვზე გაუტოლდება 300 ლარს.
• სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი: ლექციებზე, შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე არ დაშვება ... აგრეთვე სასჯელის უკიდურესი ზომა - კონტრაქტის გაუქმება და სასწავლებლიდან გარიცხვა.
•  განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.
 

 
უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტი  ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
• ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სწავლების მთელ სიგრძეზე. შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს.
• განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
·         სტუდენტი უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას აფორმებს უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერთან.
 
 
• სტუდენტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 2/3, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
• სტუდენტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 1/2, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
• სტუდენტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან 6 კვირის, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარების შემდეგ, გადასახადი არ უნაზღაურდება.  
• უნივერსიტეტი რიცხავს სტუდენტს და აუქმებს მასთან კონტრაქტს ამ უკანასკნელი აკადემიური მოუსწრებლობის გამო (არადამაკმაყოფილებელი - 51% ზე ნაკლები სამ საგანში ერთი სასწავლო წლის ან სემესტრის განმავლობაში, და დანაჩენი 7 საგნიდან 4 საგანში (ან დანარჩენი 2 საგნიდან, თუ საუბარია სემესტრზე, ორივეში) მაინც თუ არა აქვს 80 %-ზე მეტი. )
• სტუდენტებს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს კონტრაქტს მათი აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.
 
 ზოგადი დებულებები 
• სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც საბაკალავრო სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტისგან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
• გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი, რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 10 კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად,  არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე  დაგროვილ დავალიანებას.
 
 
• სტუდენტს, რომელიც დაფარავს  დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას (დავალიანების ჯარიმა შეესაბამება დავალიანების მეათედს), მისი სურვილის შესაბამისად, შესაძლოა აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში ის არ გაივლის ხელახლა მისაღებ გამოცდებს, თუმცა მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
• სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
•  სტუდენტს უფლება აქვს ავადყოფობის ან სხვა მიზეზის გამო აიღოს აკადემიური შვებულება. აკადემიური შვებულება სტუდენტმა შეიძლება აიღოს სემესტრულად – არა უმეტეს 4 სემესტრისა, ანუ ჯამური 2 სასწავლო წლისა.
• აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური ასანაზღაურებელი ექნება იმ პერიოდისათვის მოქმედი ტარიფებით.
• სტუდენტს, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტიდან და რომელთანაც უნივერსიტეტი წყვეტს კონტრაქტს აკადემიური მოუსწრებლობის გამო, აქვს უფლება ერთჯერადად მიმართოს განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რათა მიეცეს უფლება სასწავლო წლის განმეორების, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან განმეორებით აიღებს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს ახალ კონტრაქტს, სწავლის იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის განახლების პერიოდისათვის.
 

 
უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერი (შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით) წარმართავს სტუდენტთა მობილობას:
 
სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა
სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. ამისათვის: უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერი სააკრედიტაციო სამსახურში განსაზღვრულ ვადებში აგზავნის ცნობას და მასალას საუნივერსიტეტო ვაკანსიების თაობაზე, განათავსებს ინფორმაციას საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე;
 
პროცედურა:
გადმოსვლის მსურველი სტუდენტი, მას შემდეგ რაც ნახავს უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე ინფორმაციას ვაკანსიების თაობაზე, მიმარათავს უნივერსიტეტის იმ სკოლის დირექტორს, რომლის სკოლაში არის ვაკანსია და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადმოსვლის შესახებ;
გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი წარუდგენს სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში წარმართავს გადმოსვლის პროცესს:
•  სწავლების მენეჯერი ქმნის გადმოსვლის კომისიას, რომელშიც შედიან იმ სკოლების დირექტორები, სადაც ხდება სტუდენტთა გადმოსვლა;
• გადმოსვლის მსურველთა ”ისტორიებს” აგზავნის სააკრედიტაციო სამსახურში; სკოლის დირექტორთან ერთად აკონტროლებს და აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების პროგრამის, კრედიტებისა და განვლილი საგნების შესაბამისობას,
• ხელმძღვანელობს გადმოსვლის მსურველთა საუნივერსიტეტო ტესტირებას;
• უძღვება უნივერსიტეტში მათ ჩარიცხვას.
• გადმოსვლის პროცესის დასაწყებისას, თუ სტუდენტს დახურული არ აქვს იმ სასწავლებელში, საიდანაც გადმოდის, სასწავლო წელი ან სემესტრი, ანუ, დარჩენილი აქვს დავალიანება (ჩავარდნილი საგნის სახით), ასეთი სტუდენტი აღნიშნულ საგნებს გაივლის სუ-ში გადმოსვლის შემდეგ, იმ სემესტრში და იმ სტუდენტებთან ერთად რომლებსაც და როდესაც აქვთ გრაფიკით აღნიშნული საგანი.
 
სხვა სასწავლებლებში სტუდენტთა გადასვლა
პროცედურა:
გადასვლის მსურველი სტუდენტი მიმარათავს თავისი სკოლის დირექტორს და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადასვლის შესახებ;
გადასვლის მოსურნე სტუდენტი სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას წარუდგენს უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ეხმარება სტუდენტს გადასვლის პროცესის ტექნიკური თვალსაზრისით სწორად წარმართავაში;
გადასვლა სხვა უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
 
სტუდენტთა შიდა მოძრაობა (ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა)
პროცედურა:
ერთი სკოლიდან (ფაკულტეტიდან) მეორეზე გადასვლის მოსურნე სტუდენტი იღებს წერილობით თანხმობას თავისი სკოლის დირექტორისაგან, ისევე, როგორც იმ სკოლის დირექტორისაგან, რომელ სკოლაშიც სურს გადასვლა და წარუდგენს სწავლების მენეჯერს.
სწავლების მენეჯერი სკოლის დირექტორთან ერთად ამოწმებს: პროგრამების და ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების შესაბამისობას.
 
 
საბაკალავრო სწავლების მენეჯერი გასცემს უნივერსიტეტში სწავლის დამადსტურებელი მოწმობებს, სამხედრო ან სხვა ტიპის ცნობებს.
 
საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით