საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
 
მისია:
ავამაღლოთ სწავლის ხარისხი, მკითხველთა განათლების დონე და მათი საერთო კულტურა
• ჩავუნერგოთ სტუდენტებს წიგნის სიყვარული
• ვიქცეთ საქართველოში საუკეთესო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკად
 
მიზნები:
მოვიპოვოთ საჭირო წიგნები და სხვა ბეჭდვითი მასალები და მივაწოდოთ ისინი მკითხველებს დროულად
• შევასწავლოთ სტუდენტებს მასალებთან მუშაობა
• განვავითაროთ ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ყველა მომხმარებლისათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი გახდება
შევქმნათ სასიამოვნო, წყნარი და კომფორტული გარემო ბიბლიოთეკაში სამუშაოდ.
როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა, ასევე სხვა ყველა დაინტერესებულმა პირმა ისარგებლოს ჩვენი ბიბლიოთეკით.
 
 გეგმები:
ფონდების ხშირი განახლება და შევსება აქტუალური და ხარისხიანი ლიტერატურით.
განახლებული ინფორმაციის დროული მიწოდება.
მკითხველთათვის ახალი სერვისების შეთავაზება.
მათი აზრის გათვალისწინება შესაბამის საკითხებში.