ჩვენს შესახებ
საქართველოს უნივერსტიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნკიაციების სკოლის მის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიზანია ხელუშეუწყოს ჟურნალისტიკის უმაღლესი სტანდარტების დანერგვისა და განვითარების პროცეს საქართველოში. იგი შეასწავლის ჟურნალისტიკის პრაქტიკული საქმიანობის საფუძვლებს, ჟურნალისტიკასა და კომუნიკაციებს მეცნიერული თვალთახედვით, კრიტიკულ აზროვნებას და ეთიკური გადაწყვეტილების მიღებას, ასევე დისციპლინარული ცოდნის გაღრმავებას.
სკოლაში სამ დონიანი სწავლება, ესენია: უმაღლესი პროფესიული პროგრამა - ჟურნალისტიკა, საბაკალავრო პროგრამა - ჟურნალისტიკა და სამაგისტრო პროგრამები - მედია მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზოგადოებრივ საქმეთა ჟურნალისტიკა.
სკოლა გამოსცემს გაზეთ ”ობზერვერს,” რომელიც გაზეთ ”24 საათის” და ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის წარმატებული პროექტია.
ასევე, სს ”საქართველოს ბანკის” ხელშეწყობით, სკოლაში გაიხსნა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია ”UG Studio,” რომლის მეშვეობითაც სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ ჩვევებსაც იძენენ. სტუდია, ასევე კომერციულ საქმიანობასაც ეწევა და ქართული სარეკლამო ბაზრისთვის ამზადებს სარეკლამო რგოლებს.
სამომავლოდ, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლაში იგეგმება, რომ ფუნქციონირება დაიწყოს რადიომაუწყებლობამ.
სკოლის ამოცანები
• მოამზადოს ახალი თაობის ჟურნალისტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ პროფესიული ცოდნა და კულტურული ღირებულების შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევები, რაც მომავალში ხელსშეუწყობს მათ წარმოჩინებას პროფესიული მოღვაწეობის სფეროში.
• სწორი განათლებისა და პრაქტიკული მეცადინეობების საფუძველზე გააუმჯობესოს ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს საქმიანობა მეცნიერული, კვლევითი და პროფესიული განვითარების კუთხით.
• დეტალური კვლევების საფუძველზე შეასწავლოს ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი მხარეები საზოგადოებრივ სფეროში და ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიულ განვითარებას საქართველოში.
სწავლის განმავლობაში სტუდენტები:
• შესაბამისი კურსების მეშვეობით მიიღებენ ფართო განათლებას მედიისა და აუდიენციის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის, სამართლისა და ეთიკის საკითხებში.
• გაეცნობიან მასმედიის ყველა ფორმის ძირითად კონცეპციებს და შეისწავლიან მასმედიის როლს ქართულ საზოგადოებაში. • შეისწავლიან გამართული მუშაობის უნარებს, დროის მართვას, დამოუკიდებელ მუშაობას და გუნდური მუშაობის სპეციფიკებს.
|