დირექტორისაგან
მოგესალმებით ყველას, ვისაც საქართველოს უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების სკოლაში სურს ახალი პროფესიის მიმართულებით ცოდნის შეძენა, ანუ პროფესიული გადამზადება. კვალიფიკაციის ამაღლების სკოლა გაძლევთ ფართო შესაძლებლობებს გააღრმაოთ და გააუმჯობესოთ ცოდნა თქვენთვის საჭირო მიმართულებით.
XXI საუკუნეში, როდესაც ასეთი სისწრაფით ვითარდება და იქმნება ახალიტექნოლოგიები, კარიერული წინსვლისათვის ადამიანებს გვჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რათა არ ჩამოვრჩეთ ცხოვრებას და ჩვენდამი რწმუნებული სამუშაო კვალიფიციურად და მაღალ დონეზე შევასრულოთ იმ საწარმოებსა და დაწესებულებებში, სადაც ვმუშაობთ. თუმცა ყოველთვის ჩვენი გულისხმევა როდია საკმარისი. დღეს კარგ მუშაკს სამუშაოს უკეთ წარმართვისათვის ესაჭიროება და მოეთხოვება პერიოდულად ცოდნის საფუძვლიანი გაღრმავება და ხშირად ახალი ტიპის ცოდნის შეძენა. სწორედ ამის შესაძლებლობებს გაძლევთ საქართველოს უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების სკოლა.
თქვენი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლები მიზნით სკოლაში მოქმედებენ სხვადასხვა ვადის ორ, ოთხ, ექვს, რვა კვირიანი გადასამზადებელი პროგრამები. მაგალითად: მენეჯმენტის, ფინანსური აღრიცხვის, მენეჯერული აღრიცხვის, სამართლის, სახელმწიფო მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, რისკების, ეკონომიკური პროგნოზის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, უცხო ენების, სტატისტიკისა და სახვა მიმართულებით, პროგრამები ისეა შედგენილი, რომ თქვენ სამსახურიდან მოუწყვეტლად, მოკლე ვადებში დაეუფლოთ თქვენთვის საჭირო ცოდნას.
საქართველოს უნივერსიტეტში გარდა პროფესიულად მოსამზადებელი პროგრამებისა და მაღალკვალიფიციური ლექტორებისა დაგხვდებათ სწავლისთვის კომფორტული გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, მდიდარი ბიბლიოთეკა და სხვა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების სკოლაში. საქართველოს უნივერსიტეტის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი მოქალაქეების ცოდნის ამაღლების, მათი გადამზადების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდება. ერთად ვითანამშრომლოთ და ვიზღუნოთ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს უფრო მცოდნე, კვალიფიციური, შესაბამისად უფრო მდიდარი და წარმატებული.
გისურვებთ ნაყოფიერ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების სკოლაში.
სკოლის დირექტორი
მარიამ მესხიშვილი
|