| |
 |
კონფერენციები/სემინარები.
2008 წლის 28 და 29 მაისი საქართველოს უნიცერსიტეტი 2008 წლის 28 და 29 მაისს ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. დრო: 10:00-16:00
2008 წლის 14 მაისი საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. ვ. კაჭარავა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - 1920-იანი წლების ამერიკა. ოთხშაბათი, 14.00 საათი დასწრება თავისუფალია.
2008 წლის 7 მაისი
საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვ. კიკნაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - გიორგი ბრწყინვალის მეუღლის სახელის აღდგენის მცდელობა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით.
ოთხშაბათი 14.00 საათი
დასწრება თავისუფალია.
2008 წლის 30 აპრილი
საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. მ. სანაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ბაგრატიონთა საგვარეულო საქართველოში ( ანტიკური ხანა და ადრე შუასაუკუნეები). დასწრება თავისუფალია. ოთხშაბათი. 14.00 საათი.
2008 წლის 16 აპრილი საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. თ. ბერაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - შავიზღვისპირეთი ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში. დასწრება თავისუფალია.
ოთხშაბათი. 14.00 საათი.
2008 წლის 9 აპრილი
საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გენერალ რონალდ მანგუმთან. ლექციის თემა იყო "ბუქარესტის სამიტი და საქართველოს პერსპექტივები."
2008 წლის 9 აპრილი
საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. ნ. ჭიჭინაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ახალი მასალები პონტოელ ბერძენთა საეკლესიო ხელოვნების ინტერპრეტაციისთვის.
2008 წლის 5 აპრილი საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყობა შეხვედრა თემაზე «თვითმმართველობის არსი და მისი გაშუქება” შეხვედრის სტუმარია თვითმმართველობის ექსპერტი ბექა მიქაუტაძე
დასწრება თავისუფალია
შეხვედრა გაიმართება შაბათს, 5 აპრილს, 15:00 საათზე
მედია ცენტრი (412)
მისამართი: თბილისი,
კოსტავას 77, Vკორპუსი
ტელეფონი: (+995 32) 364665
2008 წლის 29 მარტი
საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყობა შეხვედრა თემაზე «PR საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესში” შეხვედრის სტუმარია პორტალი PR გაიდის რედაქტორი ბერდია ნაცვლიშვილი
დასწრება თავისუფალია
შეხვედრა გაიმართება შაბათს, 29 მარტს, 15:00 საათზე
მედია ცენტრი (412)
2008 წლის 26 მარტი
საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. გ. ალასანია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ვინ იყო ლეონ მეორე? დასწრება თავისუფალია. ოთხშაბათი, 14.00 საათი
2008 წლის 26 მარტი
საქართველოს უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორთან დევიდ სმიტთან და შეერთებული შტატების საელჩოს მეორე მდივანთან სკოტ პერიშთან. შეხვედრა შეეხებოდა არჩევნებს შეერთებულ შტატებში.
2008 წლის 22 მარტი
საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყობა შეხვედრა თემაზე “რა სიახლეებსა და ცვლილებებს გვპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო” შეხვედრის სტუმარია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი დასწრება თავისუფალია
შაბათი. 15:00 საათი
მედია ცენტრი (412)
2008 წლის 18 თებერვალი
გაიმართა ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის (ისტს) სემინარი თემაზე ”სტუდენტური სამეცნიერი კვლევითი მუშაობის მნიშვნელობის შესახებ”. სემინარი ატარებდა ინფორმაციულ ხასიათს. სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, სტაჟირების, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე სტუდენტებს ესაუბრნენ ისტს-ის დირექტორი, პროფესორი სერგო ცირამუა და სკოლის პროფესორი გელა ჭიკაძე. აღინიშნა, რომ სემინარები ჩატარდება ყოველ კვირაში ერთხელ 209-ე აუდიტორიაში 13:15 სთ-ზე. დაგეგმილი სემინარების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები, სკოლის პროფესორები და სტუდენტები.
2007 წლის 1 მაისი
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ", და "არქიტექტურულ_სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ჩატარდა სემინარი. რომლმაც მომზადა კანონპროექტები საპარლამენტო სესიის 2 მოსმენისათვის.
2007 წლის 1-2 ნოემბერი
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები, რომლებიც მომზადდა საპარლამენტო სესიის 2 მოსმენისათვის. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების, საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანამდებობის პირები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
2007 წლის 5-6 დეკემბერი
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას. იგი ეხებოდა საჯარიმო სანქციებს დედაქალაქში პარკირების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საკითხების შესახებ.
2007 წლის 24-25 დეკემბერი
შემაჯამებელი სემინარი თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ", ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სათათბირო ოთახში.
2007 წლის 23 მარტი
სემინარი თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის იმპლიმენტაციის პროცესი საქართველოში" ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სათათბირო ოთახში.
2007 წლის 20-21 იანვარი
სემინარი თემაზე :საქართველოს კონსტიტუციურ კანონში "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" ჩატარდა გაეროს განვითარების საპარლამენტი პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს უნივერსიტეტის უშუალო ორგანიზებით. |