საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა
თემაზე
«რა კრიტერიუმებით ირჩევა თემები ინგლისურენოვანი გაზეთისთვის”
შეხვედრის სტუმარია გაზეთ მესინჯერის რედაქტორი
ზაზა გაჩეჩილაძე
დასწრება თავისუფალია
შეხვედრა გაიმართება შაბათს, 3 მაისს, 15:00 საათზე
მედია ცენტრი (412)
საქართველოს უნივერსიტეტი
მისამართი: თბილისი,
კოსტავას 77, Vკორპუსი
ტელეფონი: (+995 32) 364665
შეხვედრა ,,TBC TV” დამფუძნებელთან
“TBC TV სტუდიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა შენგელია ჟურნალისტიკისა და მასომუნიკაციების სკოლის მიერ ორგანიზებული ყოველკვირეული სემინარის სტუმარი გახლდათ შაბათს, 12 აპრილს. საუბრის თემა მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების საინფორმაციო სამსახურების მუშაობის სპეციფიკები იყო. განხილულ იქნა ტელევიზიების პრიორიტეტები და მათი სტრატეგიები, სხვადასხვა მაუწყებლების ტელე-წამყვანების მუშაობის სპეციფიკა, საინფორმაციო გუნდი, გამოჩენილი ჟურნალისტები და რეპორტიორები. უნივერსიტეტის სტუმარს სტუდენტები დიდი ინტერესით უსმენდნენ.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა შენგელიამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვა. სწორედ, მუდმივი შეხვედრები პრაქტიკოს, პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედია მენეჯერებთან ხელსუწყობს საქართველოში ახალი თაობის ჟურნალისტების ჩამოყალიბებას, ვინაიდან მხოლოდ კარგი მედიის არსებობის პირობებშია შესაძლებელი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაჩქარება და განვითარება.
2008 წლის 5 აპრილი
მიმდინარე წლის 5 აპრლს, საქართველოს უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის ინიციატივით მოეწყო მორიგი შეხვედრა, თემაზე “თვითმმართველობის არსი და მისი გაშუქების სპეციფიკა”. შეხვედრის სტუმარი თვითმმართველობის ექსპერტი, ბატონი ბექა მიქაუტაძე იყო. ლექციის განმავლობაში განხილული იქნა თვითმმართველობის ძირითადი სტრუქტურა, ფუნქციების გადანაწილება და ბიუჯეტის ხასიათი. აგრეთვე, დეტალურად იქნა განხილული თვითმმართველობის ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებანი.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო მომავალი ჟურნალისტებისათვის, რადგან თვითმმართველობის თემა მედიის მიერ ხშირად არაკვალიფიციურად შუქდება.
ასეთი ტიპის შეხვედრები, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლის ინიციატივით სისტემატიურად იმართება. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც ეძლევათ საშუალება, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ სპეციალისტებისგან მიიღონ მაღალკვალისფიციური პასუხები.
2008 წლის 29 მარტი
საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა თემაზე «PR საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესში” შეხვედრის სტუმარია პორტალი PR გაიდის რედაქტორი ბერდია ნაცვლიშვილი
2008 წლის 22 მარტს
საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა თემაზე “რა სიახლეებსა და ცვლილებებს გვპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო”
შეხვედრის სტუმარია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
ერეკლე ტრიპოლსკი
|