მოგესალმებით ყველას, ვინც ისურვეთ და მობრძანდით სკოლის საინფრომაციო გვერდზე მრავალ ქვეყანაში უნივერსიტეტებთან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლები. ისინი მიმართულნი არიან მსურველთათვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სპეციალიზირებული განათლების მიღებისა და მიწოდებისათვის
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ერთ-ერთი უდიდესი სექტორი, შეიქმნა ჯანმრთელობის გაუმჯობესების კონცეფციების თანამედროვე გააზრების საფუძველზე. იგი ჯანდაცვის რეფორმის (მ.შ. პოსტსაბჭოურ სივრცეში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს და მისი მდგრადი განვითარება დღევანდელი დღის აღმასრულებელი და საგანმანათლებლო სტრუქტურების უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეადგენს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი, სამედიცინო - სოციალურ ბაზარზე მასზე არსებული მზარდი მოთხოვნა, განაპირობებს ადეკვატურ, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების ფორმირების გადაუდებელ აუცილებლობას, რის უზრუნველყოფისთვისაც შეიქმნა აღნიშნული საუნივერსიტეტო სკოლა
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს მასწავლებელსა და ხელმძღვანელს, სკოლის პროფესურას, უნივერსიტეტის რექტორატსა და სამეურვეო საბჭოს, რომლებმაც გაერთიანებული ძალები, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით საშუალება მისცეს ჩვენს ქვეყანას, მის მოსახლეობას ჰქონოდა ეროვნული ძალებითა და სულით შექმნილი პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
მობრძანდით, გაეცანით სამაგისტრო პროგრამებს, სხვა სერვისებს და გააკეთეთ არჩევანი
გისურვებთ წარმატებებს 
თამარ ლობჟანიძე
ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლების სფეროში საჭიროებათა შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში 2005 წლის დეკემბერში დასრულდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მომზადება. 2004-2005 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პროგრამის შინაარსის, მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა. გამოყნენებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში განათლებისა და ზოგადად სტრუქტურაში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არჩეული სტრატეგია და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. რეალურად არსებული მდგომარეობის ანალიზი გათვალისწინებულ იყო უახლესი კვლევის მონაცემები, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგრადობის ხელშეწყობისათვის ინფრასტრუქტურულ შეფასებას მოიცავდა და ეხებოდა არსებული განათლების სისტემის, აღმასრულებული ადგილობრივი თუ ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურების ფუნქციონირებისა და შესაბამისი შრომითი რესურსების არსებობას, აგრეთვე კვლევას დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში, რომელიც ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია “welfarefoundation”-ის მიერ
გარდა ამისა, გამოყენებულ იქნა არსებული გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამების შესახებ, შესწავლილ და დამუშავებულ იქნა უნივერსიტეტების ნიდერლანდების უტრეხტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ანალოგიური პროგრამები, სკრენტონის უნივერსიტეტის კურიკულუმები, აგრეთვე ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლინგის სკოლის პროგრამები და კურიკულუმები. აღნიშნული დამუშავებულ იქნა და ადაპტირებული საქართველოს რელობასთან და განხილულ იქნა შემდეგი პარამეტრების ჭრილში:
ა) ჯანდაცვის ახალი პოლიტიკა;
ბ) ჯანდაცვის სტრატეგიები და ამოცანები;
გ) “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი
დ) შესაბამისი ნორმატიული აქტები (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და მინისტრის ნორმატიული აქტები );
პროგრამების შედგენისას უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭა საბაზრო მოთხოვნებს ჯანდაცვის სფეროში. კერძოდ, მართვის ახალი მექანიზმების ფლობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, პოპულაციური მართვის ტექნოლოგიებს, სტრუქტურული აზროვნების ფორმირებას როგორც დარგის, ასევე სახელმწიფო მმართველობით დონეზე;
მოთხოვნა რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სფეროში შემდეგი მიმართულებების მიხედვით ფორმირდება:
a)საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების გამოკვეთა და მისი შეფასება ინდივიდუალურ, ჯგუფურ და პოპულაციურ დონეზე, აგრეთვე უშუალო ჯანდაცვითი სტრუქტურების მიხედვით;
b)საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ერთიანობა, სინთეზი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება-განმტკიცების თვალსაზრისით;
g) საზოგადოებრივი ჯანდაცვა – ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ინსტრუმენტი მოსახლეობის სამედიცინო-სოციალური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად;
d) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტების განსაზღვრის შეფასების კრიტერიუმების ცოდნა და ზუსტი ორიენტაცია სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ კუთვნილებათა მიმართულებით;
e) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების, პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა-მართვა;
ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიების (პროგრამების) გატარების მონიტორინგი, შეფასებები;
ზ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი სამოხელეო დონეზე;
თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებრივი მართვა: განათლება, პენიტენციური სისტემა და სხვა;
ი) საინფორმაციო ( ადმინისტრაციული, პოპულაციური) სისტემების მართვა;
კ) ინდივიდის აქტივაცია, ქცევების ცვლილებები (ქცევის ტექნოლოგიები და მისი დანერგვის მენეჯმენტი) საკუთარი ჯანდმრთელობის მართვის თვალსაზრისით;
აღნიშნული საკითხების მიმართ ცოდნის მკვეთრი დეფიციტი არსებობს;
დღეს არც ერთი სამედიცინო დაწესებულება, და მითუმეტეს საზოგადოებრვი ჯანდაცვის სტრუქტურა, ვერ იფუნქციონირებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განსწავლული მენეჯერების გარეშე;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ვერ იწარმოებს ადკვატურად, რაც შემდგომ განაპიროებებს მოსახლეობისათვის უხარისხო მომსახურების მიწოდებას.
სწორად და ადეკვატურად წარმოებული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების მენეჯმენტი, სათანადო ინფრასტრუქტრების ფორმირებითა და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად გატარებით, უზუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება-გაუმჯობესებას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ძირითადი პროფილური ბაზაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, მისი ადგილობრივ ინფრასტრუქტურა, შესაბამის სამედიცინო და არასამედიცინო პროფილის დაწესებულებებს საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიული პირები.
|