საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი
კრედიტი სისტემით ECTS: 120 კრედიტი;
სწავლების ხანგრძლიობა: ორი წელი;
მისაღები კონტიგენტი: მინიმალური მოთხოვნა: ბაკალავრის აკადემიური დონე სამედიცინო და სხვა უმარღლესი განათლების მქონე პირი
შეფასების სისტემა: მოდული
1. ტესტური შეფასება (ქვიზი) - 15
სრულდება 14 ტესტირება, ერთი ტესტის მაქსიმალური ქვიზია 1,8
2. შუალედური გამოცდა - 25
3. რეფერატი, პრეზენტაციით - 25
4. ფინალური გამოცდა - 35
საბოლოო შეფასების შეჯამება: 100 ქულა ან 100%
დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია - 70 ქულა.
A+ - 97-100%; B+ - 87-89%; C+ - 77-79% D - 60-69%
A - 94-96%: B - 84-86% C - 74-76% F - <60%
A- - 90-93% B- - 80-83% C- - 70-73%
პროფესურ-მასწავლებელთა შეფასება -
1. უნივერსიტეტის - კითხვარი
2. მაგისტრანტები – კითხვარი
სწავლის ღირებულება
მოდული: 500 ლარი
სრული კურსი ერთი წელი 5000 ლარი
თანხის გადახდა წარმოებს აღებული მოდულების რაოდენობის მიხედვით
მისაღები გამოცდები: საერთო საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურსა და ზოგადუნარჩვევებში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
|
|
პროგრამის/მოდულების დასახელება |
სასწავლო სემესტრი |
სემესტრში
მოდულის
ფორმა |
კრედიტი |
ხელმძღვანელი |
|
1 |
ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა –
I ნაწილი; |
I |
სავალდებულო |
6 |
ხ. ზახაშვილი |
|
2 |
საზოგადოებრივი ჯანაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა |
I |
სავალდებულო |
6 |
რ. ურუშაძე |
|
3 |
ეკონომიკსი |
I |
სავალდებულო |
6 |
ე. რაუპი |
|
4 |
სახელმწიფო, ადმინისტრაციული და ადგილობრივი სამართალი |
I |
|
6 |
|
|
5 |
სოციალური დაცვა და დაზღვევა ევროპასა და ამერიკაში |
I |
|
6 |
ე. რაუპი |
|
6 |
ჯანდაცვის მენეჯმენტი და ადმინისტრირება; |
II |
სავალდებულო |
6 |
ო.ვასაძე |
|
7 |
ჯანდაცვის ეკონომიკა და ფინანსირების მოდელები |
II |
სავალდებულო |
6 |
თ. ვერულავა |
|
8 |
გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა |
II |
|
6 |
ნ.ვეფხვაძე |
|
9 |
ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა –
II ნაწილი |
II |
სავალდებულო |
6 |
ხ.ზახაშვილი |
|
10 |
სოციალურად საშიში და მნიშვნელოვანი დაავადებების მართვა
|
II |
|
6 |
ნ. ბურკაძე |
|
11 |
ჯანდაცვითი პროგრამების ფორმირება, მართვა, მონიტორინგი, შეფასებები
|
III |
სავალდებული |
6 |
კ. ჯაყელი |
|
12 |
ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქცევებისა და უნარჩვევების მართვა |
III |
სავალდებული |
6 |
ვ. ტყეშელაშვილი |
|
13 |
სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მართვის ასპექტები |
III |
|
6 |
თ. სილაგაძე |
|
14 |
ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი |
III |
სავალდებული |
6 |
აკ.გამყრელიძე |
|
15 |
სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემები და მართვა |
III |
|
6 |
რ.თათარაძე |
|
16 |
ყველა მოდულზე მზადდება პრეზენტაცია, რეფერატი; |
I, II, III |
|
მოდულებში |
|
|
17 |
პრაქტიკა, პჯდ-ს, ჰოსპიტალი, საზ.ჯ/დაცვის სისტემა, სადაზღვეო კომპანია, ფარმაცევტული ფირმა |
II, III |
|
|
|
|
18 |
სამაგისტო ნაშრომი |
IV |
|
30 |
ხელმძღვანელი |
|
19 |
ს უ ლ |
|
|
120 |
|
შესაძლებელია არჩევითი საგნის გავლა.
“სავალდებულო” – ნიშნავს, რომ აღნიშნულ სემესტრში მაგისტრანტმა აუცილებლად სავალდებულოდ უნდა აიღოს 5-დან 3 მოდული მაინც, დანარჩენის გავლა შეეძლება მომდევნო სემესტრში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი
პროგრამის აღწერა
საზოგადოებრივი ჯანაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა
კურსის მიზანია გააცნოს მაგისტრანტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსი, ფუნქციები, მოქმედების სფეროები, თავისებურებები და მნიშვნელობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, ჩამოუყალიბოს მათ ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართ სისტემური აზროვნებისა და ანალიზის, მიდგომის უნარ-ჩვევები, დაეხმაროს ისეთი ცოდნის ათვისებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში მენეჯმენტის განხორციელებას.
კურსი ფოკუსირებულია ჯანმრთელობაზე, როგორც სოციალურ და ეკონომიკურ კატეგორიაზე; ჯანმრთელობის განმსაზღვრელ დეტერმინანტებზე (ოჯახი, განათლება, გარემო ფაქტორები, სიღარიბე და სხვა); გლობალური ჯანმრთელობის ფორმირებაზე; ჯანდაცვის პოლიტიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებსა და განხორციელების სტრატეგიებზე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისიაზე, მის როლზე ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის ფორმირებაში; ჯანდაცვის სისტემების თავისებურებებზე სხვადასხვა ქვეყანაში.
კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტები მიიღებენ ცოდნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოქმედ სისტემებზე; პირველად ჯანდაცვაზე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რგოლზე და მის კავშირზე ჯანდაცვის მეორეულსა და მესამეულ დონეებთან, მ.შ. სამედიცინო მომსახურების მაღალტექნოლოგიურ ფორმებთან; პოპულაციური ჯანმრთელობის სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურულ ასპექტებზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასა და მისი დაცვის თავისებურებებზე; საეთაშორისო ჯანდაცვითი პროგრამებზე (ვაქცინაციის, ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია/შიდსის და სხვა), რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე.
ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა I, II ნაწილი
კურსის მიზანია მაგისტრანტს გადასცეს და მიაწოდოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ის ნაწილი, რომელიც თავსებადია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის თანამედროვე მოთხოვნებთან. თანამედროვე მიდგომები დავადებათა კონტროლსა და ეპიდზედამხედველობაში, ინფორმაციისა და მტკიცებულების მოპოვების მეთოდები, მტკიცებულებითი მასალის უპირატესობანი. დასაბუთებათა იერარქიას, კვლევის შეფასების ძირითადი კითხვები და საკითხები. კვლევათა. ეპიდკვლევების წარმოების მიზეზები, მიზანი და შედეგები, მიღებული შედეგების გამოყენების სფეროები. ემპირიული და ანალიტიკური კვლევები ეპიდემიოლოგიაში. მათი წარმოების განმსაზღვრელი ფაქტორები და წარმოების წესები. გადამდებ დაავადებათა გავრცელება, გადაცემის გზები და გადაცემის მექანიზმები. გადამდებ დაავადებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. ინფორმაციათა საჯაროობის საზღვრები. შემთხვევათა სტანდარტულ განსაზღვრებებს. ეპიდემიის განმსაზღვრელ ფაქტორები. ეპიდემიური პროცესის თავისებურებები. მათი გამოცხადების წესები საკონვენციო და განსაკუთრებით საშიში დაავადებები, მათი რეესტრში აყვანის წესები მსოფლიოსა და საქართველოში. საერთაშორისო მედიკო-სანიტარული წესები, ვაქცინაცია, ვაქცინის ძირითადი კომპონენტები თანამედროვე მიღწევები.
ქრ. არაინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია, კვლევის მეთოდები, განსხვავება კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მიდგომას შორის, ეპიდემიოლოგიური კვლევის ტიპები, მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების მონიტორირება, მოსახლეობის ბიოსტატისტიკის ელემენტები, დემოგრაფია, ჯანმოს მიერ რეკომენდებული ელექტრონული ეპიდემიოლოგიური კვლევის პროგრამები.
ეკონომიკსი
სახელმწიფო, ადმინისტრაციული და ადგილობრივი სამართალი
სოციალური დაცვა და დაზღვევა ევროპასა და ამერიკაში
ეს კურსი მოიცავს სხვადასხვა სტრატეგიებს აშშ-სა და ევროპაში საზოგადოების გადაბერების პრობლემისთვის მომზადებაში. ისინი უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობის მკვეთრ ზრდას - ე.წ. ”ბავშვების ბუმს”, რომელთა რიცხვი ამჟამად პენსიონერთა რიგებს ავსებს, მაშინ როდესაც მუშახელის რაოდენობა, რომლებმაც ეს პენსიონერები უნდა შეინახონ თანდათან მცირდება. სოციალური უსაფრთხოება არის დაზღვევის პროგრამა, პენსიონერთა და შრომის უუნარო პირთათვის. ყოველივე ეს კი გადახლართულია პოლიტიკასა და ეკონომიკასთან.
ჯანდაცვის მენეჯმენტი და ორგანიზაცია
კურსის მიზანია ჯანდაცვის მენეჯმენტი, წარმოადგინოს როგორც სექტორალური ეკონომიკის ნაწილი და მიაწოდოს მაგისტრანტს მართვის ერთიან სისტემაში. იგი წარმოაჩენს ჯანდაცვის სისტემისა და ორგანიზაციის მართვის საკითხებს, ამოცანებს, . გამომდინარე ჯანდაცვის მენეჯერის საქმიანობის სფეროდან, რომელიც მიმართულია ცალკეული პიროვნების, ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესების პროცესებზე. ამ დარგის სპეციალისტები მართვის თეორიის, საქმის წარმართვის ხელოვნების, დაგეგმვისა და კონტროლის თანამედროვე მეთოდების, სოციალური ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის გარდა უნდა ფლობდნენ რა მათი ჯანდაცვის სისტემაში გამოყენების თავისებურებებს, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების დაგეგმვა, ჯანდაცვის ობიექტების ორგანიზაცია, ფუნქციონირების კოორდინირება, სამედიცინო კადრების მენეჯმენტი, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გზები და კონტროლი, თვითონ ჯანდაცვის მენეჯერის მუშაობის პრინციპები, ლიდერობა და გუნდურ მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია, საკონფლიქტო სიტუაციების მართვას ჯანდაცვაში და ა.შ, რაც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის შინაარსა და სტრუქტურაში..
ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსების მოდელები
კურსის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის ძირითადი, ფუნდამენტალური საკითხების განხილვა და სწავლება, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის დაგეგმვისა და მართვის სფეროში.
სამედიცინო ბაზარი, მისი სპეციფიკა, ბიუჯეტირება, დაფინანსების მეთოდები და ფორმები, ჰოსპიტლისა და ამბულატორიული მომსახურების ეკონომიკა, ფასები და ფასწარმოება, ხარჯები, ხარჯების სტრუქტურა, ანაზღაურების სახეები, სამედიცინო დაზღვევა, სისტემები – ნებაყოფლიბითი დაზღვევა, სავალდებულო დაზღვევა, ფუნქციონირება, მართვის მექანიზმები, გადასახადები, მისი მობილიზაცია საქართველოსა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის ფინანასირების მოდელების მქონე ქვეყნებში.
გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა
კურსის მიზანია უზრუნველყოს მაგისტრანტი ინფექციური და არაინფექციური ეტიოლოგიის დაავადებების პრევენციის საკითხებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ფორმირებისა და ხელშეწყობის აუცილებელი ცოდნით, რომლის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება – იცხოვროს უსაფრთხო გარემოში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გარემოს ფაქტორების შესწავლას, ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო რისკის შეფასებასა და მართვას, რაც აყალიბებს მომავალი სპეციალისტის მსოფლმხედველობას ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ასპექტში, აგრეთვე შეძლებს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, რისკ-ფაქტორების კონტროლის, მართვის ძირითად პრინციპებსა და ასპექტებში გარკვევას. მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობებზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირების ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვასა და გატარების ორგანიზებას..
სოციალურად საშიში და მნიშვნელოვანი დაავადებების მართვა
კურსის მიზანია მიაწოდოს მაგისტრანტებს ცოდნა და გამოუმუშაოს სათანადო უნარ-ჩვევები დაავადებათა მართვის საკითხებს და პრინციპებს. იგი ეხება როგორც ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც განეკუთვნებიან სოციალურად საშიშს (შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა) დაავადებებს, ასევე არაინფექციურ დაავადებებს – ონკოლოგიური დაავადებები, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, ფსიქიური აშლილობები და მისი ფსიქო-სოციალური ასპექტები, დიაბეტი, ჩიყვი - პრევენცია და მართვის სხვა ასპექტები, ტრავმატიზმი (საყოფაცხოვრებო და საწარმოო), მათი კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემებს, გამოყენების კონკრეტულ საკითხებს.
კურსის ბოლოს მაგისტრანტი შეძლებს სოციალურად საშიში და მნიშვნელოვანი დაავადებების მართვის ძირითადი Pპრინციპების გამოყენებას, პრობლემებში გარკვევას და ნოვაციური სქემების გააზრებას.
ჯანდაცვითი პროგრამების ფორმირება, მართვა, მონიტორინგი, შეფასებები
კურსის მიზანია მიაწოდოს მაგისტრანტს ცოდნა ჯანდაცვითი პროგრამებისა და პროექტების შედგენაში, ბიუჯეტირების, მისი სტრუქტურის, პროგრამების მიმდინარეობის შეფასების, მონიტორირებისა და მართვის საკითხებში, რომელიც დამახასიათებელია საერთაშორისო, სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებისათვის. აგრეთვე მოიცავს პროგრამების საშემსრულებლო დონეზე განხორციელების და შემდგომი შეფასების მატრიცების ფორმირების თემატიკებს.
განიხილავს მოქმედ სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებს, მაღალეფექტურობის მიღწევის მექანიზმებს.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქცევებისა და უნარჩვევების მართვა
კურსის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს ცხოვრების ჯანსაღი წესის რაობა, შეასწავლოს მისი ფორმირებისა და დამკვიდრების, დანერგვის მეთოდები, მექანიზმები. ქცევის განმსაზღვერლი გაქტორები, ზემოქმედების ფორმები და თავსებადობა კულტურასა და პოლიტიკასთან, მიზანის მიღწევის გზები, ტექნოლოგიები. უნარ-ჩვევეათა გამომუშავების მატრიცები, შეფასებები, გაზომვები და ა.შ. განიხილება მოდელური და კონკრეტული პათოლოგიური მდგომარეობის ქცევითი მართვის საკითები, ისეთი პრობლემების როგორიცაა ნარკომანია, აივ/ინფექცია შიდსი, სგგდ, მწეველობა, ტრავმატიზმი, ჯანსაღი კვება, ალკოჰოლიზმი, ოჯახური და სოციალური ძალადობა, სტრსების მართვის ფსიქოსოციალური და სამედიცინო ასპექტები. Gგანიხილება ცჯწ-ის შესწავლის, ცვლილებებისა და გაზომვის მეთოდიკები. სოციალურ მოვლენათა დახასიათება უნარ-ჩვევების, ქცევებისა და ტრადიციების მიხედვით, რომელებიც გავლენას ახდენს ინდივიდის, ჯგუფის, სოციალური ფენის და სახელმწიფოთა სოციალურ-ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მის ხარისხზე.
სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მართვის ასპექტები
კურსის მიზანია მაგისტრანტს გააცნოს და შეასწავლოს სოციალური და ორგანიზაციული ფიქოლოგიის რაობა, მისი შესწავლის საგანი და ობიექტი, კვლევის მეთოდები, ინდივიდი, პიროვნება, სოციუმი, ორგანიზებული მოსახლეობა და ჯგუფები, სახელმწიფო, სტრუქტრა და ა.შ. ურთიერთობათა მართვის, ეთიკის, სკითხები, ურთიერთობის ფსიქოლოგია, პროცესების გამოკვლევის მეთოდები (დიზაინი, შერჩევა, კითხვარის შემუშავება, ინტერვიუერირების ტექნიკა,..) ქცევათა მართვის, ცვლილებების ასპექტები, ინსტრუმენტები, შეფასებები. სტიგმატიზირებული დაავადებების მართვის
სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემები და მართვა
კურსის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს და შეასწავლოს არსებული საინფორმაციო სისიტემები, რომლებიც ფუნქციონირებენ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, მის სხვადასხვა დონეებზე. მათი ფუნქციები, მონაცემთა და მაჩვენებელთა ფორმირების წესები, სისტემათა სანოობისა და ცდომილების ზომები, აგრეთვე სოციალური სახელმწიფო და კვლევითი დანიშნულების ინფორმაციები, მონაცემთა მათი მიღებისა და მოძრაობის წესები, სახელმწიფო სტატისტიკისა და საერთაშორისო სტატისტიკურ სტანდარტები, მათ დაქვემდებარებული მონაცემები და მართვისა და გამოყენების სტრუქტურები.
ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი
კურსის მიზანია მაგისტრანტებს მისცეს ცოდნა ბიოეთიკის, დეონტოლოგიიის, ზოგადად ეთიკის გარკვეული მიმართულებებზე, მის ობიექტებზე, ურთიერთობათა მორალურ, ზნეობრივ და ტექნოლოგიურ საკითხებზე., პრინციპებსა და ძირითადი ამოცანებზე.. ბიოეთიკის კატეგორიებზე - სიცოცხლე, სიკვდილი და ა.შ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის და სხვა ორგანიზაციათა მიერ მიღებულ საერთაშორისო ფუნდამენტურ დოკუმენტებზე (რეზოლუცია ადამიანის უფლებათა შესახებ, კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, ლისაბონის დეკლარაცია პაციენტის უფლებების შესახებ, ალკოჰოლიზმის, თამბაქოს კონტროლის, ტრავმატიზმის, აივ / ინფექცია შიდსის, კვების და სხვა რეგულაციები), საქართველოს კანონმდებლობაში ( საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის, პრეზიდენტის ბრძანებულებების და მინისტრთა ნორმატიული ბრძანებების დონეზე) არსებული ნორმების შესახებ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქმნიან ძირითად სამართლებრივ არტიექტონიკას. |