კვირას, 22 ივნისს, ტურისტულმა კლუბმა კიდევ ერთხელ შესთავაზა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ქალაქგარეთ ექსკურსია. ამჯერად, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს გეზი კახეთისკენ აეღოთ. ჭავჭავაძეების ულამაზესი სასახლის დათვალიერების შემდეგ, სტუდენტები შუამთის მონასტერს ეწვივნენ. მიუხედავად წვიმისა, დღემ ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
  
     
ფესტივალი “ზაფხულის გართობა 2008” შაბათ-კვირასაც გაგრძელდა. ტურისტული კლუბის წევრებმა შაბათს, 21 ივნისს,  პიკნიკი ნარიყალას ციხეზე მოაწყვეს. თბილისის ულამაზესი ხედის ფონზე სტუდენტებმა დრო სასიამოვნოდ და სახალისოდ გაატარეს.
 

   

 

 

 

ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ნარდის ჩემპიონატი 30 ივნისს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის 16 სტუდენტმა. ფინალში კი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, გიორგი ლაგვილავა და  ირაკლი ტუღუში შეხვდნენ ერთმანეთს. წლევანდელი ჩემპიონის ტიტული გიორგი ლაგვილავამ მოიპოვა.
  
     
27 ივნისს გამოვლინდა ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებული. ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, ნანა ტორუამ. ფინალურ შეხვედრაში მას მეტოქეობა ლექსო ქათამაძემ გაუწია. სჭადრაკის ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარეობდა ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტის 12-მა სტუდენტებმა მიიღო მონაწილეობა.
  

   

 

 

20 ივნისს “Summer Fun 2008”ის ფარგლებში მოეწყო ალტერნატიული მუსიკალური მიმდინარების _ SKA PARTY. საღამოზე უკრავდა ჯგუფი SKALIOZI, რომელმაც საკმაოდ საინტერესო მუსიკა შესთავაზა მსმენელებს. სტუდენტებმა დრო სასიამოვნოდ და ხალისიანად გაატარეს.  

 
   

17 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყო LATINO PARY, რომელიც გახსნა ჯგუფმა “ხელთათმანი”. ლათინური მუსიკის ჰანგებზე ცეკვავდნენ ჩვენი უნივერსიტეტის მოცეკვავეები. ასევე საღამოს დაესწრნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რაც მათ განწყობასა და საღამოს ხანგრძლივობაზეც აისახა.   

 
   

 17 ივნისიდან საქართველოს უნივერსიტეტის საზაფხულო ფესტივალი მასპინძლობს ინტელექტუალურ თამაშებს, რომელშიც მანაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდები, რომლებიც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო თამაშში არიან ჩართულები.    

 
 
  16 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო     ორკვირიანი ზაფხულის ფესტივალი “Summer Fun in UG”. ფესტივალი გაიხსნა “Body Art”-ით, სადაც მოწვეულები იყვნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. გახსნაზე უკრავდა საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკალური კლუბი “ხელთათმანი”. ასევე მოეწყო ფილმების ჩვენება, საღამოს კი გაიმართა ჩემპიონარი ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ჩვენს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხავადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.  
   
 

 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  კლუბმა ,,დახმარების ხელი’’ კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელა, ეწვია კასპის მიუსფარ ბავშვთა სახლს, სადაც ფსიქო-ნერვული ავადმყოფობებით დაავადებული ბავშვები ცხოვრობენ. კლუბმა მათ საჩუქრად ტანსაცმელი და მშრალი პროდუქტი ჩაუტანა. დადებითი ემოციით დამუხტულ ბავშვებს გაუჭირდათ კლუბის წევრებთან გამომშვიდობება. “დახმარების ხელი” აპირებს გააგრძელოს აქტიური მუშაობა კასპის მიუსაფარ ბავშვთა სახლის დასახმარებლად.  

 
26 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საუნივერსიტეტო ბანკეტი _ “Spring Formal”.  ბანკეტზე უკრავდა და მღეროდა უნივერსიტეტის მუსიკალური ჯგუფი “ხელთათმანი”, იყო კლუბური მუსიკა და ხალისიანი გარემო. სტუდენტებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს. “Spring Formal”-მა სათავე დაუდო უნივერსიტეტის ტრადიციას და ამიერიდან იგი ყოველწლიურად ჩატარდება მაისის თვის ბოლოს.
 

საქართველოს უნივერსიტეტში 8 აპრილს ეკონომიკისა და ბიზნეს სკოლის პირველი კურსის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს “ბიზნესის სტუდენტური კლუბი”. კლუბი ორი თვეა რაც არსებობს და ის უკვე აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებთან: ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრთან და “საქართველოს პროგნოზთან” (The Georgia Forecast). კლუბი ასევე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე და აწყობს შეხვედრებს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მოეწყო ეროვნულ ბანკის პრეზინდეტთან.
 
 
2008 წლის 4-10 აპრილს ევროსაბჭოს ეგიდით გერმანიაში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე “სპორტი, ძალადობა და რასიზმი”, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის ქვეყნის სახელმწიფოთა 40 წარმომადგენელი, ასევე 24 ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელთა შორის იყო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი. სემინარის მიზანი იყო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ახალგაზრდების ძალადობისა და რასიზმის საკითხებში, ასევე შემწყნარებლობის მხარდაჭერა ახალგაზრდულ საქმიანობაში. სემინარს ესწრებოდნენ ევროსაბჭოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დირექტორი, რალფ-რენე ვეინგარტნერი, ფიფასა და უეფას წარმომადგენლები. სემინარის მასპინძელი იყო ცნობილი “ევროპა პარკი” რუსტში.
 
 
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბმა 19 მარტს, 5 საათზე 507-ე აუდიტორიაში მოაწყო რონალდ დონალდსონის ფილმის – “13 დღე” – ჩვენება. ფილმი ეხებოდა ცივი ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდს, როდესაც დაპირისპირებამ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მსოფლიო ატომური კატასტროფის წინაშე დადგა. ფილმის ჩვენებას გარდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათA კლუბის წევრებისა, სხვა დაინტერესებული სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.
 
 
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტების ინიციატივით ჩამოყალიბდა “ტურიზმის კლუბი”, რომელშიც მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარული სტუდენტები გაწევრიანდნენ. კლუბს ზაფხულისთვის ბევრი გეგმები აქვს. დასაწყისისთვის ისინი ძირითადად საქართველოს კუთხეებში კარვებით ლაშქრობას აპირებენ. კლუბი კვლავაც აგრძელებს წევრების მიღებას. შეუერთდით და გაატარეთ ზაფხული საინტერესოდ!