English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












  ჯანეტ დევისის მოხსენება - სიკვდილი და ”ღირსეული სიკვდილი” | 01/10/2008
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების ცენტრის პროფესორმა ჯანეტ დევისმა წაიკითხა მოხსენება - სიკვდილი და ~ღირსეული სიკვდილი~ . მოხსენებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების სოციალური და კულტურული კვლევების ცენტრის თანამშრომლები,აარუსის (დანია) უნივერსიტეტის მაგისტრი მარგარიტა ლუნდკვისტ-ჰაუნდოუმადი და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის კულტურული ანთროპოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფ. ნ. აბაკელია. მოხსენებამ მსმენელთა ინტერსი გამოიწვია.

დაწვრილებით

  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი | 01/10/2008
1 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტუმარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ჯანეტ დევისი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: სიკვდილი და ”ღირსეული სიკვდილი”.
  კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტში | 30/09/2008
საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლა აცხადებს კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. მსურველებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV, განათლებისა და კვალიფიკაციის დამასტურებელი დოკუმენტები და მათი ასლები საბუთების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი 16.00 სთ

დაწვრილებით

  შეხვედრა თემაზე ინფორმაციული ომის სპეციფიკა რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის პერიოდში” | 26/09/2008
ოთხშაბათს, 24 სექტემბერს,17:00 საათზე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ფორუმმა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლუბმა, გამართეს შეხვედრა კომპანია “ასპექტ კონსალტინგის” თანამშრომელთან ბ-ნ პატრიკ ვორმსთან, თემაზე “ინფორმაციული ომის სპეციფიკა რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის პერიოდში”

დაწვრილებით

  პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტები ეუთოს მოდელირებაზე ვენაში | 26/09/2008
მიმდინარე წლის 4-7 ივლისს ეუთოს ვენის ცენტრალური ოფისის მიწვევით საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტებმა, ნინო ხელაიამ, საბა გვეტაძემ და სალომე ალანიამ, მონაწილეობა მიიღეს "ეუთოს" მოდელირების კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ვენაში, ავსტრია. ღონისძიებაში რომელიც ეუთოს ეგიდით პირველად ჩატარდა საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. თითოეულმა დელეგაციამ წარმოადგინა საკუთარი სამშობლოსგან განსხვავებული ქვეყნები. ქართულმა დელეგაციამ წარმატებით წარმოადგინა ესპანეთი, ხოლო საქართველო წარმოდგენის პატივი წილად ხვდა - ირლანდიას. კონფერენცის მსვლელობისას მონაწილები შეხვდნენ ეუთოს გენერალურ მდივანს, მარკ პერინ დე ბღიშამბოს და ეუთოში აკრედიტირებული ყველა ქვეყნის ელჩებს.

დაწვრილებით

  საორიენტაციო დღეები საქართველოს უნივერსიტეტში | 24/09/2008
2008-2009 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტში 491 ბაკალავრი და 240 უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტი ჩაირიცხა. ტრადიციულად, საქართველოს უნივერსიტეტი პირველკურსელებს განსაკუთრებულად ხვდება და მათ სამდღიან საორიენტაციო დღეებს უწყობს. ამ მხრივ საქართველოს უნივერსიტეტი ნოვატორი უნივერსიტეტია, იგი უკვე მეორე წელია წარმატებით აწყობს საორიენტაციო დახვედრას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტების ადაპტაციასა და ერთმანეთის უკეთ გაცნობას. საორიენტაციო დღეების ორგანიზებასა და განხორციელებაში უფროს კურსელები აქტიურად არიან ჩაბმულნი.


დაწვრილებით

  ჯანეტ დევისის მოხსენება საქართველოს უნივერსიტეტში | 22/09/2008
ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტუმარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ჯანეტ დევისი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ხანდაზმულობა და მასთან დაკავშირებული კრიზისები: ხანდაზმულები და მათი ოჯახები.

დაწვრილებით

  მოხსენება თემაზე - ხანდაზმულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები | 17/09/2008
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს განახლდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის მუშაობა, რომლის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების ცენტრის პროფესორმა ჯანეტ დევისმა წაიკითხა მოხსენება - ხანდაზმულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ხანდაზმულები და მათი ოჯახები.

დაწვრილებით

  სწავლის განახლება საქართველოს უნივერსიტეტში | 11/09/2008
საქართველოს უნივერსიტეტში 2008/2009 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

I კურსის ბაკალავრებისათვის და უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის 2008/2009 სასწავლო წელი დაიწყება 22 სექტემბერს.

I კურსელმა ბაკალავრებმა 10 სექტემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, შეავსონ აპლიკაცია და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

დაწვრილებით

  საქართველოს ერთიანობის დღე | 04/09/2008
1 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც სრულიად საქართველო და მთელი ცივილური, თავისუფალი და დემოკრატიული მსოფლიო, ერთიანობის და გამარჯვების ჯაჭვში ჩაება.





დაწვრილებით



   1  2  3  4  5  6  7  8  9 ... 19  >> >>>

საქართველოს უნივერსიტეტი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ